Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნოღაიდელი ახალი პარტიის დაფუძნებაზე მუშაობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ნოე.'08 / 17:29

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და მის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

”საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ძლიერი, მძლავრი და კარგად ორგანიზებული ალტერნატივა საერთოდ არ ჰყავს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და ვერც ვერავინ ვერ აყენებს მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აგვისტოს მოვლენების გამო,” - განაცხადა რადიო ”უცნობის” ეთერში ნოღაიდელმა, რომელსაც 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 

ნოღაიდელმა თავისი ყოფილი მოკავშირეები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ვერ მოახერხეს აგვისტოს ომის თავიდან აცილება და განაცხადა, რომ მოკლევადიან პერიოდში ის ვერ ხედავს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საჭიროებას. 

”ეს საკითხი რეალურად საზოგადოებისთვის დღის წესრიგში არ დგას,” - განაცხადა მან. ”იმავდროულად, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკაში მოვლენები განვითარდება საკმაოდ დინამიურად და საკმაოდ უარყოფითად მთავრობისთვის; პოლიტიკური დაპირისპირებაც საკმაოდ გაღრმავდება და სრულიადაც არ გამოვრიცხავ რაღაც მომენტში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საჭიროებას”.

ნოღაიდელის თქმით, მას ახლა ორი პრიორიტეტი აქვს: პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება და პარტიის პოლიტიკური სამოქმედო გეგმის შედგენა. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ იგი არ ჩქარობს ამ მიზნების განხორციელებას, რადგანაც არ მიაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნები უახლოეს მომავალში ჩატარდება.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იგი დროდადრო კონსულტაციებს და შეხვედრებს მართავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატთან ლევან გაჩეჩილაძესთან და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.

”ჩვენ უკან კი არ უნდა ვიყუროთ, თუ რა მოხდა თავის დროზე და ვინ უფრო მეტი დააშავა  - ოპოზიციამ იმაში, რომ ორგანიზებული არ იყო ან მთავრობამ, რომ ოპოზიციას გასაქანი არ მისცა, არამედ ის, რომ დღეს მოხდეს  მაქსიმალური კოორდინაცია ოპოზიციურ ძალებს შორის და მთავრობას და ოპოზიციურ ძალებს შორისაც,”- განაცხადა მან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10