Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსი პროკურორი: აგვისტოში ქართულ მხარეს უცხოელი დაქირავებულები იბრძოდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ნოე.'08 / 13:52

აგვისტოს მოვლენების დროს ქართულ მხარეს ამერიკელი, ჩეხი, თურქი, უკრაინელი და ჩეჩენი დაქირავებული მებრძოლები იღებდნენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას, განაცხადა რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა.

”საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც შექმნილია საქართველოს მიერ აგრესიის ფაქტის გამოსაძიებლად, დაამტკიცა, რომ მაშინ მოქმედებდნენ ამერიკული, ჩეხური, თურქული, უკრაინული და ჩეჩნური დაქირავებული მებრძოლთა ჯგუფები,”- იუწყება ”ინტერფაქსი” 24 ნოემბერს ბასტრიკინის სიტყვებზე დაყრდნობით.

მოგვიანებით მან უთხრა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს მხარეზე ასევე იბრძოდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების რამდენიმე მოქალაქე.

”თუმცა ისინი ცოტანი იყვნენ და ძირითადად დამხარეების როლში გამოდიოდნენ,” - განაცხადა ბასტრიკინმა, ”ასევე იყო ორი სნაიპერი... ერთი უკრაინიდან და მე მგონი ლატვიელი ქალი”.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ ”როიტერთან” საუბარში განაცხადა, რომ რუსული მხარის განცხადებები ”აბსურდული” და ”ფანტაზიის” ნაყოფია.  

რუსეთის პროკურატურა ”მკვლელობისა” და ”გენოციდის” მუხლებით აგვისტოდან მოყოლებული იძიებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს ”აგრესიის” ფაქტს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18