Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ომის დაწყების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო - ბადრი ბიწაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ნოე.'08 / 16:16

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე აცხადებს, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. 

გაზეთ ”რეზონანსში” 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბიწაძე ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებთა ვინაობასაც ასახელებს: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია, კახა ლომაია და გიგი უგულავა.

”არავითარი მწვანე შუქი არც ერთი ქვეყნიდან არ ყოფილა ანთებული. ძალიან მარტივად მოხდა ეს ყველაფერი. ერთ მშვენიერ დღეს ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ასე უნდა ყოფილიყო,”  - აცხადებს ბიწაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, სააკაშვილი დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და უსმენდა მხოლოდ იმას, ”ვინც ეთანხმებოდა”.

”ცხინვალის გზაზე ვიყავით მე და 250 მესაზღვრე. დროშებით სავსე ორი ავტობუსი მიდიოდა ცხინვალისკენ... დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ აუცილებლად მეორე დღეს მიტინგი ჩატარდებოდა ცხინვალში და ჩვენ ვიზეიმებდით ცხინვალის რეგიონში ქართული იურისდიქციის აღდგენას,”- აცხადებს ბიწაძე.

როცა ჟურნალისტმა ჰკითხა მას, ხომ არ დაადანაშაულებენ ამ განცხადებების გამო რუსეთთან ალიანსში, ბიწაძემ უპასუხა: ”ვინც ამას იტყვის, მერე თვითონ არ აღმოჩნდეს რუსეთის აგენტი. იმიტომ, რომ ის რაც დღეს მოხდა და რა გადაწყვეტილებაც მიიღეს ხელისუფლებაში, ყველაზე ძალიან აწყობდა რუსეთს”.

მისი თქმით, რთულია იმ ”ტყუილების” მოსმენა, რასაც აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაზე ლაპარაკობენ, რადგან ”მე უბრალოდ დავესწარი ამას ყველაფერს, რომელ წუთში რა დროს რა იყო. ეს ყველაფერი ვიცი”.

”მე არ დამიძახეს ამ კომისიის სხდომაზე. მაგრამ მე ჩვენებას აუცილებლად მივცემ ევროკავშირის კომისიას,”- განაცხადა მან, ”ვერცერთი ხელისუფლება ვერ მოახერხებს იმას, რომ სიმართლე დაიმალოს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”.

მან ასევე განაცხადა, რომ აქტიურად ერთვება პოლიტიკაში მის მეუღლესთან ერთად. ნინო ბურჯანაძემ თავისი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი მიზანია ხელისუფლების შეცვლა რიგგარეშე არჩევნების გზით. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24