Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობაში საკადრო ცვლილებებია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 დეკ.'08 / 18:42

მთავრობაში საკადრო ცვლილებების შედეგად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს მისი მოადგილე ბათუ ქუთელია შეცვლის, რომელსაც მინისტრის ”მოვალეობის შესრულება” დაევალა; ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკა ტყეშელაშვილის ნაცვლად მისი ყოფილი მოადგილე და ამჟამინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჩაუდგება სათავეში, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

ამას გარდა, მისი თქმით, გია ნოდიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ნიკა გვარამია, ყოფილი იუსტიციის მინისტრი შეცვლის, რომელმაც ეს პოსტი 1 ნოემბერს განხორციელებული სამთავრობო ცვლილების დროს დაკარგა.

მგალობლიშვილის განცხადებით, მან კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც, პრემიერის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი დღის ვადაში მიიღებს.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ცნობილი გახდა ცოტა ხნის შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გაეროში საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას გადადგომის თაობაზე. 

ამ ინფორმაციაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მან ამის თაობაზე არაფერი იცის და ასევე აღნიშნა: ”აბსოლუტურად დაზაფრული ვარ, ნახევარი საათის წინ გავიგე ეს [საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის] ამბავი”. 

მან, იმავდროულად, მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილეს და ელჩებს დაწერონ განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე.

”ირაკლი ალასანიამ ასე თუ ისე უნდა დატოვოს თანამდებობა, იმიტომ, რომ ეს შეეხება ყველა ელჩებს,”- განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს, ”არავითარი კადრების დაწიოკება არ იქნება, მაგრამ ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ყველა კანდიდატურას განსაკუთრებით იმ ჭრილში, თუ როგორ გამოიჩინა ან პირიქით, არ გამოიჩინა ამ ხალხმა თავი ომის პირობებში. მე სამინისტროში ვიყავი, ყველაფერი ვიცი”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი არ შეიცვლება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მუშაობაზე ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ, ”რათა მე გადამეწყვიტა რა მიმართულებებით იყო საჭირო მთავრობის განახლება”.

მისი თქმით, მან ახალი მინისტრების კანდიდატურები შეათანხმა პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, რომელმაც ”ძალიან რთულ პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევებს გაართვა თავი”, თუმცა ”ახლა არის დრო, რათა მოხდეს ახალი ენერგიით ამ მიმართულებებზე მუშაობა”. 

მან ასევე განაცხადა, რომ საგარეო მიმართულებაზე, სადაც საქართველოს ”მნიშვნელოვანი მანქანა” უპირისპირდება, აუცილებელია უფრო მეტი გამოცდილება. 

”მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეკა ტყეშელაშვილს და ქართველ დიპლომატებს, რომლებმაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს დროს ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებსა და სირთულეებს გაუძლეს და ძალიან წარმატებით საქმიანობდნენ,”- აღნიშნა მგალობლიშვილმა. 

მან ბრიფინგი ჩაატარა გრიგოლ ვაშაძესთან და ნიკა გვარამიასთან ერთად. ამ უკანასკნელმაც აღნიშნა, რომ მისთვის განათლების მინისტრის პოსტის შეთავაზება ასევე ”მოულოდნელი” იყო.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერალური ფასეულობები, რომელიც არის დანერგილი განათლების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ გავაძლიეროთ ეროვნული ფასეულობები, რომელსაც დაეფუძნება ქართული განათლების სისტემა,”- განაცხადა გვარამიამ ბრიფინგზე.

მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს პარლამენტის თანხმობა არ დასჭირდება, რადგან ამისთვის მინისტრთა კაბინეტის 1/3-ით შეცვლაა საჭირო.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31