Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 დეკ.'08 / 20:22

პრეზიდენტი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რასაც ოპოზიცია გაზაფხულზე მოითხოვს, ეს იქნება ”გზა ჩიხისკენ” არსებული მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხშირი არჩევნები ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას. 

”არსებობს განსხვავება სახელმწიფოსა და ბანტუსტანის და ბანანის რესპუბლიკებს შორის,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”თუ ჩვენ აბუჩად გვინდა ავაგდებინოთ ჩვენი ქვეყანა და  წელიწადში ორი-სამი არჩევნები ვატაროთ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე იქნება არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ყოველ ექვს თვეში ითხოვდეს  ახალი არჩევნების ჩატარებას, ჩათვალეთ, რომ ეს სახელმწიფო აღარ არის”.
  
მისი თქმით, კიდევ ერთი არჩევნები საქართველოსთვის იქნება ”სუიციდის” გამოვლინება და ”ჩვენი ხალხი არა მხოლოდ თვითმკვლელობაზე არ არის მზად, არამედ ჩვენი საზოგადოება არის განვითარებული და ბრძენი, რაც ძალიან კარგად დაადასტურა ომის დროს”.

მან ეს განცხადება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ სატელევიზიო შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მას ჰკითხა: ”იძახიან, რომ გაზაფხულზე იქნება პარლამენტის არჩევნები. თქვენგან მინდა გავიგოთ, იქნება?”

სააკაშვილმა უპასუხა, რომ 2008 წლის განმავლობაში  სამი არჩევნები - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის არჩევნები ჩატარდა, ხოლო 2009 წელს ”7-10 რაიონში” არის გამოკლებული დეპუტატების შუალედური არჩევნები, რასაც მოჰყვება 1010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 

”რა არის არჩევნები კრიზისის დროს? ეს არის ფულის ხარჯვა არა ხალხზე, არამედ პოლიტიკაზე. ეს არის ათობით, ასობით მილიონის ხარჯვა პოლიტიკურ კამპანიაზე, კონკრეტული პოლიტიკოსების გაყვანაზე პარლამენტში, პრეზიდენტად,”- განაცხადა მან, ”ამ შემთხვევაში მე გავედით პრეზიდენტად, მაგრამ დაჯდა ფული და მეც ვისურვებდი, რომ ეს ფული კიდევ უფრო სხვა პროგრამებზე დახარჯულიყო და კიდევ უფრო კარგად მოხმარებოდა ჩვენ ხალხს”.

მან მოიყვანა უკრაინის მაგალითი, როცა ეკონომიკური კრიზისის პირობებში უკრაინამ, რომელსაც დანიშნული ჰქონდა არჩევნები, უარი თქვა მის ჩატარებაზე და იძულებულები იყვნენ ”ჩემი მეგობრები იუშენკო და ტიმოშენკო შერიგებოდნენ ერთმანეთს”.

”ამ პირობებში, როცა ყველა ამბობს ამაზე უარს, ჩვენ უცებ გამოვაცხადოთ, რომ ვნიშნავთ არჩევნებს და ე.ი. მთელი წელი ვხარჯავთ ფულს, რომელიც არ გვაქვს ისედაც, არა ჩვენ ხალხზე,  არა ეკონომიკაზე, არა საქართველოს განვითარებაზე, არამედ ვხარჯავთ ფულს პოლიტიკოსებზე და მათ პოლიტიკურ კამპანიაზე. ეს არის ყველა ჩვენგანის გასაკეთებელი არჩევანი,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, მთავრობა მზადაა იყოს მუდმივ კომუნიკაციაში ოპოზიციასთან, ჩააბაროს ანგარიში საზოგადოებას და ”გავხსნათ დებატები ტელევიზორში”.

”მე მესმის იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში და უნდათ, რომ ეს გააკეთონ, მაგრამ მოდით ჩვენ თავს ვკითხოთ რა არის რაციონალური გამოსავალი აქედან?”- განაგრძო მან, ”რაციონალური გამოსავალი, მე ვფიქრობ, არის ხელისუფლება, რომელიც დიალოგშია ხალხთან, ოპოზიციასთან, დიალოგშია ბიზნეს-თანამეგობრობასთან, ყველა პატარა ჯგუფთანაც კი, ყველა ინტერესს ითვალისწინებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში იყოს განწყობა, რათა თავიდან ავიცილოთ კატაკლიზმები, ვიყოთ რაციონალურები და მოვნახოთ ისეთი გამოსავლები, რომელიც საზოგადოების ყველაზე უფრო პატარა ჯგუფსაც კი მისცემს საშუალებას წარმოდგენილი იყოს საქართველოს მთავრობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აი ეს არის გამოსავალი”.

”ყველა სხვა გამოსავალი არის გზა ჩიხში, ეს არის გზა იმისაკენ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ჩვენი ხელით გავაკეთოთ ის, რაზეც ერთი ჩემი მეგობარი ამას წინათ უყვებოდა თავის 140 მლნ-იან ხალხს, რომ საქართველო თვითონ აირევა და თვითონ ჩამოიშლება,”- განაცხადა მან.

სააკაშვილს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ 4 დეკემბერს გაკეთებული განცხადება: ”ქართველი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პასუხი უნდა აგონ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მიიყვანეს საქმე ასეთ მძიმე და დრამატულ შედეგებამდე [აგვისტოს მოვლენებამდე]”.

სააკაშვილმა, იმავდროულად, ხაზი გაუსვა, რომ მმართველ ძალას არჩევნების არ ეშინია.

”არჩევნების ჩვენ არასდროს არ გვეშინოდა იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით როგორ ხდება არჩევნების სწორად და სამართლიანად მოგება, მაგრამ აქ არჩევნების საკითხი არ დგას, აქ არ არის პირადი საკითხი, აქ არის საკითხი ვიქნებით თუ არა ჩვენ ქვეყანა და წარმატებულები და ამ ეტაპზე წარმატება ეს არის გადარჩენა და საქართველოს მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა ამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან,”- განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე მიმართა ბიზნესმენებს, რომ მათ ყველაზე კარგად ესმით, ”როგორც ურტყამს ბიზნეს-თანამეგობრობას ხშირი არჩევნები”.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13