Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე საპარლამენტო ჯგუფი იმუშავებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 დეკ.'08 / 16:54

პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის მონაწილეობით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით "ხანგრძლივ და სკურპულოზურ” სამუშაოს ჩაატარებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

15 დეკემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას მან ასევე მოუწოდა არასაპარლამენტო ოპოზიციას, ”რომელიც დაინტერესებულია სამომავლოდ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობაში”  და შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მიიღონ მონაწილეობა ჯგუფის მუშაობაში.

”ჩვენ ველით გამოხმაურებას არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ორგანიზაციების მხრიდან,”- აღნიშნა მან.

ორი ოპოზიციური პარტიის - ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ახლადშექმნილმა ალიანსმა განაცხადა, რომ მათ მოამზადეს წინადადებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომლის პრეზენტაციასაც, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გამართავენ.  

ბაქრაძის თქმით, ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაციების პატრონაჟის ქვეშ იმუშავებს.

”საქართველოში დაგეგმილი უახლოესი არჩევნები გახლავთ 2010 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ამ ჯგუფს საკმარისი დრო აქვს იმისათვის, რომ დინჯად, მშვიდად, სამუშაო ვითარებაში მოიფიქროს და გაანალიზოს ყველა ცვლილება,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”2009 წლის განმავლობაში, მე იმედი მაქვს, რომ ჯგუფი მორჩება მუშაობას, შემდეგ უკვე დოკუმენტი გაივლის საერთაშორისო ექსპერტიზას და ამის შემდეგ მოხდება პარლამენტში მისი მიღება ისე, რომ დარჩეს საკმარისი დრო მისი იმპლემენტაციისთვის”.

გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაში ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა 2009 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება. თუმცა, მან მაშინ ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის დაგეგმილი რეფორმა არ ნიშნავს, რომ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკეთა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განუცხადა Civil.Ge-ს გასულ კვირას, რომ ჯგუფი ფაქტიურად ახალ საარჩევნო კოდექსს შეიმუშავებს.

ბაქრაძემ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ჯგუფის გადასაწყვეტი იქნება შეიმუშავებს ის ახალ კოდექსს თუ ცვლილებებს შეიტანს მოქმედ კანონმდებლობაში.  მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ცვლილებათა რაოდენობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალებზე საუბარს თავი აარიდა, თუმცა აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს დაეყრდნობა.

”საქართველოში უკანასკნელი არჩევნები წარმოადგენდა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მაგრამ ბუნებრივია არსებობს რესურსი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა,”- აღნიშნა მან.

არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ (IEOM) 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ გამოქვეყნებულ საბოლოო მოხსენებაში აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსი ”ზოგადად ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, თუმცა იგი შეიცავს ახალ დებულებებს, რომლებიც უთანასწორო პირობებს ქმნიან მმართველი პარტიის სასარგებლოდ”.

იმ ძირითად საკითხებს შორის, რომლის წამოყენებასაც ოპოზიცია აპირებს, არის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესი 75 მაჟორიტარულ ოლქში.

არსებული წესის თანახმად - რომლითაც ამჟამინდელი პარლამენტი იქნა არჩეული - 75 ერთმანდატიან ოლქი თითო მაჟორიტარი დეპუტატი ირჩევა. დანარჩენ 75 ადგილს 150-მანდატიან პარლამენტში, პროპოციული სიით არჩეული დეპუტატები ავსებენ.

ოპოზიცია ამ წესის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგანაც მათი თქმით, მმართველ პარტიას ეს სისტემა მეტი მაჟორიტარული მანდატების მოსაპოვებლად უკეთეს პირობებში აყენებდა, რადგანაც კანონის თანახმად, კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას და ხმების 30%-ზე მეტს მიიღებს, პირველივე რაუნდში ცხადდება გამარჯვებულად. ამ სისტემის და ოპოზიციის დაყოფის ფონზე, მმართველმა პარტიამ 75-დან 71 მაჟორიტარული მანდატის მოპოვება შეძლო.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა თავის საბოლოო დასკვნაში, რომ ეს სისტემა არ არის სამართლიანი, რადგანაც საარჩევნო კოდექსი არ მოითხოვს, რომ ერთმანდატიანი ოლქები იყოს თანაბარი ზომის.

ამომრჩეველთა რაოდენობა სხვადასხვა ერთმანდატიან ოლქებში 6 000-დან 140 000-მდე მერყეობს.

”ასეთი ცვლილებები ძირს უთხრის საარჩევნო უფლების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს, კერძოდ ხმის მიცემის თანაბარ უფლებას. კონსტიტუტიის და ერთიანი საარჩევნო კოდექსის შეცვლისას, პარლამენტი არ შეეცადა ამ დისბალანსის გამოსწორებას,” - ნათქვამია მისიის მოხსენებაში.

ოპოზიცია, სავარაუდოდ, ასევე დააყენებს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლის საკითხს. მმართველ პარტიას და მასთან დაახლოებულ ძალებს ადგილების უმრავლესობა გააჩნიათ საარჩევნო ადმინისტრაციებში, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

”საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, იქნებიან ისინი პარტიის დანიშნულები თუ არა, უნდა მოიქცნენ ობიექტურად და კანონის შესაბამისად,” - ნათქვამია მოხსენებაში. ”საარჩევნო კოდექსმა უნდა გამორიცხოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის დომინანტური როლი საარჩევნო კომისიების მმართველ პოზიციებზე. უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად, ცესკოს თავმჯდომარე უნდა აირჩეს ცესკოს წევრებიდან პოლიტიკურ ძალებს შორის ფართო კონსულტაციების საფუძველზე.”

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14