Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პერევის მოვლენები ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 დეკ.'08 / 12:06

რუსულმა ძალებმა სოფელ პერევში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იქ სპეცდანიშნულების რაზმები განათავსა, იტყობინება ”ინტერფაქსი” რუსულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.

რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პერევში 12 დეკემბერს, გასვლიდან რამდენიმე საათში დაბრუნდნენ, მეორე დღეს მათ სოფელში და მის გარშემო საგუშაგოები კვლავ გაამაგრეს.

რუსეთს თავისი ძალების ჯერ გაყვანის, ხოლო შემდეგ დაბრუნების მოტივის შესახებ რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

უცნობმა სამხედრო წყარომ განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ 12 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა პერევი დატოვეს, სოფელში განთავსდა 120-კაციანი ქართული სპეცრაზმი ”არსებული შეთანხმებების დარღვევით”. ”დაძაბულობის შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად, 12 დეკემბერს რუსული სამხედრო კონტინგენტი ისევ პერევში დააბრუნეს,” - განაცხადა მან.

იმავდროულად, პერევში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს შიდა პოლიტიკური დებატების თემა გახდა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად ოპოზიციური პარტიის დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო ლიდერია, პრეზიდენტი სააკაშვილი დაადანაშაულა პერევიდან გაყვანის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებული ”უპასუხისმგებლო განცხადების” გამო. იგი სავარაუდოდ გულისხმობდა პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომელიც მან 12 დეკემბერს გააკეთა, როდესაც რუსულმა ძალებმა პერევი დატოვეს: ”ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე რუსეთი - ადრე თუ გვიან - გამოიჩენს საღ აზრს და მიხვდება, რომ რაც არ გერგება, არ შეგერგება”. ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის ამ განცხადებამ გააუფასურა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიერ მოსკოვში ვიზიტის დროს მიღწეული დადებითი შედეგები.   

ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საქართველოში აღნიშნა 12 დეკემბერს, რუსული ძალების გასვლის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში: ”სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული ძალები დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდნენ ამ საგუშაგოს მოხსნაზე, მიუხედავად ნათელი დასტურისა, რომ საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობდა. მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის და ადგილზე ევროკავშირის მისიის დაჟინებამ შედეგი გამოიღო”.

ხოლო მას შემდეგ, რაც რუსული ძალები კვლავ შევიდნენ სოფელში, მისიამ განაცხადა, რომ პერევის ”განახლებული რუსული სამხედრო ოკუპაცია” არ შეესაბამება სარკოზი-მედვედევის სამშვიდობო გეგმის დებულებებს. მან მოსკოვს საკუთარი ძალების ”დაუყონევლივ” გაყვანისკენ მოუწოდა.

პერევში განვითარებული მოვლენები წინ უძღოდა ჟენევაში 17-18 დეკემბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მესამე რაუნდს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების დროს უნდა შემუშავდეს ”რეგიონში სისხლისღვრის განახლების თავიდან აცილების კონკრეტული მექანიზმები”. მისი თქმით, ეს მექანიზმები განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ქართული მხარის სახიფათო ქმედებებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც გამოიხატება ქართული ძალების და პოლიციის კონცენტრაციით სასაზღვრო რაიონებში, ახალი პროვოკაციებით პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობით.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა 12 დეკემბერს თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავება იქნება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მთავარი მიზანი. მორელი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, თბილისს, მოსკოვს, სოხუმს და ცხინვალს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჟენევაში დაგეგმილი მორიგი შეხვედრის მოსამზადებლად.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12