Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნაზე ამახვილებს ყურადღებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'08 / 12:01

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

”პოლიტიკური პარტიების კოორდინირებულად ქმედების შემთხვევაში, ნამდვილად წარმატებულად მივაღწევთ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას,” - განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 29 დეკემბერს გამოქვეყნდა.

”რამდენიმე ხნისწინათ საკმაოდ თავშეკავებულად ვსაუბრობდი არჩევნებთან დაკავშირებით და ვამბობდი, რომ კონსულტაციებია ჩასატარებელი, თუ რომელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავდაპირველად. მაგრამ ახალგორისადა პერევის ინციდენტის შემდეგ, ჩემში ნამდვილად არანაირად არ იწვევს არანაირ ეჭვს ის,რომ მთავარი პრობლემა არის სწორედ პრეზიდენტი და ეს პრეზიდენტი ამ ქვეყანაში არ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს. არ გახსნის მედიას, არ უზრუნველყოფს ნორმალური არჩევნების ჩატარებას და საპარლამენტო არჩევნები გახდება კვლავ ფასრი და რეალურად პარლამენტს არ ექნება არანაირი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. არავითარ შემთხვევაში ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე არ უნდა დავთანხმდეთ, უნდა მოვითხოვოთ გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნები,” - განაცხადა მან. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26