Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობა უმუშევრობის 14%-იანი დონის შენარჩუნებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'08 / 14:51

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა 30 დეკემბერს განუცხადა დეპუტატებს, რომ მთავრობის მცდელობები მიმართულია მომავალ წელს უმუშევრობის არსებული დონის 13-14%-ზე შენარჩუნებისკენ.

”უმუშევრობის დონე წელს და წინა წლებში შეადგენდა 13-14%-ს,” - განაცხადა გილაურმა, რომელიც ასევე პირველი ვიცე-პრემიერია. ”იმედი გვაქვს, რომ უმუშევრობის ამ დონეს შევინარჩუნებთ მომავალ წელს, თუმცა ამის მიღწევა რთული იქნება... ჩვენი მცდელობები იქითკენაა მიმართული, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები ეკონომიკის სხვა სექტორებში, რათა დავაბალანსოთ სამუშაო ადგილების შემცირება საბანკო, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებში”.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ მიზნით მთავრობამ შეიმუშავა ”ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი”. ეს ინიციატივა წარმოადგენს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ნაწილს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა 30 დეკემბერს პარლამენტს წარუდგინა.

”მთავრობა ვერ ჩაერევა კერძო სექტორში და ვერ უკარნახებს მათ რამდენი ადამიანი უნდა აიყვანონ სამსახურში. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის გადასახადების შემცირება და 2.2 მილიარდი ლარის დახარჯვა ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებზე. მომავალ წელს გამოცხადდება ტენდერები ამ პროექტების განსახორციელებლად და მათი განხორციელების მიზნით ქართულ კომპანიებთან დაიდება კონტრაქტები. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია,” - განუცხადა გილაურმა დეპუტატებს.

დებატების დროს დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან, კერძოდ კი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან დაჟინებით მოითხოვეს გილაურისგან დაესახელებინა ის ციფრი, რომელსაც მთავრობა უმუშევრობის კუთხით ელის.

თუმცა, ფინანსთა მინისტრმა გაიმეორა, რომ მთავრობა ცდილობს უმუშევრობის დონე 14%-ზე შეინარჩუნოს. ”შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენი სამუშაო ადგილი დაიკარგება დღეში, თუ თვეში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მცდელობები მიმართულია მომავალ წელს უმუშევრობის 14%-ზე შენარჩუნებისკენ,” - დასძინა მან.      

მსოფლიო ბანკის ეგიდით ჩატარებული საჭიროებათა შეფასების ანგარიშის თანახმად, რომელიც ბრიუსელში ოქტომბერში გამართული დონორთა კონფერენციისთვის მომზადდა, უმუშევრობის დონე საქართველოში მოკლევადიან პერიოდში 100,000-ით გაიზრდება და 350,000-ს მიაღწევს, რაც ამავე დოკუმენტის თანახმად, მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ-მეხუთედს წარმოადგენს. ამგვარი ტენდენცია, ანგარიშის თანახმად, ”დარტყმას მიაყენებს სიღარიბის შემცირების” მცდელობებს.

ამავე ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებები ცხადყოფს, რომ უმუშევრობის დონე გაიზრდება 2007 წელს არსებული 13.3%-დან 15.1%-მდე 2010 წლისთვის, ხოლო სიღარიბის დონე გაიზრდება არსებული 23.6%-დან 25.9%-მდე მომდევნო ორი წლის მანძილზე.

ანგარიშის თანახმად, აგვისტოს ომმა და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა მშენებლობის, უძრავ ქონების, საცალო ვაჭრობის და ტურისტულ სექტორებს.

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ სთხოვა დონორებს გაზარდონ მათ ქვეყნებში ქართველ მუშახელსზე ქვოტები. ”ამ ქვოტის 100,000-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს ეკონომიკური და სოციალური წნეხი მნიშვნელოვნად შემცირებას [საქართველოში],” - ნათქვამია მსოფლიო ბანკის შეფასებაში.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა პარლამენტში დებატების დროს 30 დეკემბერს, რომ მომავალი წელი ”იქნება სამუშაო ადგილების გადარჩენის წელი”.

ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა ასევე განუცხადა დეპუტატებს, რომ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა 4%-დან, როგორც ეს თავდაპირველ ვარიანტში იყო, 2.5%-მდე. მისი თქმით, მთავრობა 2008 წლის ბოლოსთვის 2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

გილაურმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის შეფასების თანახმად, საქართველო 2009 წელს 1.7 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მიიღებს. 

საპარლამენტო უმცირესობამ გააკრიტიკა შემოთავაზებული პროექტი და განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს მას.

”მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკა არათანმიმდევრულია,” - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძე. ”ბენდუქიძის პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ საქართველო სიღარიბით, ნაცვლად საქართველოსი სიღარიბის გარეშე”.

მან განაცხადა, რომ მისი პარტია მიესალმება მომავალი წლიდან საშემოსავლო გადასახადის 25%-დან 20%-მდე შემცირებას, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამას არ ექნება საკმარისი პოზიტიური შედეგი ეკონომიკაზე. მთავრობის განცხადებით, 250 მილიონი ლარი დარჩება ეკონომიკაში გადასახადის დაგეგმილი შემცირების შედეგად.

”ჩვენ გთავაზობთ დღგ-ს შემცირებას 18%-დან 15%-მდე; ამას ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდა ეკონომიკაზე, ვიდრე საშემოსავლო გადასახადის შემცირებას,” - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია გამოდის ინიციატივით აღდგეს ანტი-მონოპოლიური სამსახური, სტატისტიკის დეპარტამენტი დაექვემდებაროს პარლამენტს და მიღებულ იქნას საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც კონსტიტუციიდან ამოიღებს იმ დებულებას, რომლის მიხედვითაც ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია” კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38