Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია ენგურჰესზე გარიგებას აპროტესტებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 იან.'09 / 13:00

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა, როცა ენგურჰესის ერთობლივი მართვის შესახებ რუსულ სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაო”-ს გაურიგდა. 

”ეს ხელისუფლება არის მოღალატე, რომელიც ერთის მხრივ აცხადებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მეორის მხრივ, შედის გარიგებაში რუსეთთან,”- განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რაც შეიძლება სწრაფად”.

ენგურჰესის მართვა რუსული და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად განხორციელდება, რუსულ ”ინტერ რაო”-სა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის დეკემბერში დადებული მემორანდუმის თანახმად, რომლის შესახებაც   თბილისში 12 იანვარს გაკეთდა პირველი განმარტებები.  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ გარიგება განაპირობა ქართული მხარის ფინანსურმა დაინტერესებამ და უსაფრთხოების საკითხებმა. თვენახევარში დაგეგმილია მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ოფიციალური განმარტებით, ენგურჰესის აქციათა 100% სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. 

თუმცა სალომე ზურაბიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ამ გარიგებას ენგურჰესის გასხვისება მოჰყვება ”ისეთივე სქემით”, როგორც ეს მოხდა შევარდნაძის მმართველობის დროს თბილისის ენერგოგამანაწილებელი ქსელის ”თელასის” გაყიდვისას.

”ეს არის დანაშაული, რადგანაც ეს არის ჩვენი ბოლო და ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული რესურსის გასხვისება,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ”ეს არის დიდი დანაშაული აფხაზეთის მიმართ - ჩვენ თუ ვაპირებთ ოდესმე დავარეგულიროთ ჩვენი ურთიერთობები ამ რეგიონთან, არ შეიძლება ჩვენ წავართვათ აფხაზეთს თავიანთი ნაწილი დენი და გადავცეთ რუსებს”.

ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ელექტროსადგური ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს, საიდანაც ყოველწლიურად აფხაზეთი 1,2 მილიარდ კვტ ელექტროენერგიას იღებს.

რესპუბლიკური პარტია მოითხოვს შესწავლილ იქნას მემორანდუმი და მისი გაფორმების მიზეზები. 

”დანაშაული არის ჩადენილი და ამას გამოძიება სჭირდება,”- განაცხადა რესპუბლიკელების წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა, ”გაუგებარია რატომ უშვებს ხელისუფლება ასეთ კოზირს ხელიდან, რომელიც გვაქვს აფხაზეთთან”.

ლეიბორისტების შეფასებით, ხელისუფლებამ ამ გარიგებით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას მიაყენა დარტყმა.

”სააკაშვილმა რუსეთს გადასცა, აჩუქა ენგურჰესი, რითაც უდიდესი დარტყმა მიაყენა პოლიტიკურ ინტერესებს, ამით ენერგოდამოუკიდებლობა დამთავრდა,”- განაცხადა ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ, ”ეს არის მოღალატეობრივი აქტი, ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე და აქ რომ ნორმალური სასამართლო არსებობდეს სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას სააკაშვილის წინააღმდეგ”.

”ეს არის სამხედრო კაპიტულაციის ერთ-ერთი ნაწილი - ეკონომიკური კაპიტულაცია,”- განუცხადა Civil.Ge-ს კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ, ”ერთადერთი გამოსავალი არის სააკაშვილის დაუყოვნებლივ წასვლა”.

საპარლამენტო უმცირესობამ ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ”მალულად” დადებული გარიგების გამო და ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის მისვლა მოითხოვა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33