Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეკონომიკის მინისტრი ენგურჰესის გარიგებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 იან.'09 / 19:26

ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ შიში იმის თაობაზე, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს კონტროლი ენგურჰესზე, უსაფუძვლოა.

მან 13 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ საუბარია ჰესის მართვაზე რუსულ სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაო”-სთან ერთად და არა მისი აქციების მიყიდვაზე.

მან ასევე გაიმეორა ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადება, რომ ამ ეტაპზე მიღწეულია ურთიერთგაგების მემორანდუმი ”ინტერ რაო”-სთან და მიმდინარეობს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებაზე მუშაობა, რომელსაც ცალკე უნდა მოეწეროს ხელი.

მისი თქმით, შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შეიქმნება სპეციალური მმართველი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ორივე მხრიდან 3-3 წევრით, ხოლო მმართველი იქნება ქართული მხარის მიერ დანიშნული დირექტორი.

”როგორც იცით,  ”ინტერ რაო” გახლავთ ოკუპანტი ქვეყნის [რუსეთი] სახელმწიფო კომპანია, რომელიც დღეს აფხაზეთში მთლიანად ახორციელებს და ფლობს ვითარებას. შესაბამისად იცით, რომ ენგურჰესის ნაწილი გახლავთ აფხაზეთის ტერიტორიაზე,” - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.  

”ყურადღება მიაქციეთ მემორანდუმის დასახელებას - ეს არის მემორანდუმი ”ინტერ რაო”-სა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის. ამით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია აღიარებს საქართველოს იურისდიქციას და საქართველოს სრულ უფლებას ენგურჰესზე ისევე, როგორც მათ მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზიის და ნებართვის მიღებას თბილისიდან და არა სეპარატისტული ხელისუფლებიდან. ესეც პოლიტიკურად საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი,”- აღნიშნა მან.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ენგურჰესი, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 40%-ს გამოიმუშავებს, ქვეყნის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მთავრობა არ განიხილავს მისი გაყიდვის საკითხს.

მისი თქმით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ 25% ელექტროენერგიას აფხაზეთი უსასყიდლოდ მოიხმარდა. ”ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ეს შემოსავლები, რომელიც თანხობრივად შეადგენს 15 მილიონს [ლარს], შემოვა ენგურჰესის შემოსავლებში,”- განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე უარყო, რომ გარიგება წინააღმდეგობაში მოდის ოკუპაციის შესახებ კანონთან, რომელიც ზღუდავს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ეკონომიკურ საქმიანობას.

”ოკუპაციის შესახებ კანონის მეორე მუხლი ცალსახად განმარტავს, რომ თუ რაიმე ეკონომიკური საქმიანობა შედის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში, საქართველოს თანხმობის შედეგად შესაძლებელია განახორციელოს ამა თუ იმ კომპანიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა,”- განაცხადა ჟვანიამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16