Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პირველი არხის ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეს იცავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 იან.'09 / 15:51

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება მისი მოადგილის, გია ჭანტურიას მიერ შესაძლოა არაკორექტული იყო, იგი იმავდროულად შეეცადა დაეცვა იგი განაცხადა რა, რომ ამგვარი ფრაზეოლოგია კერძო საუბრისას იქნა გამოყენებული და ამიტომ არ არის საჭირო ”გამოვეკიდოთ ამ სიტყვებს”.

საქმე ეხება წინასწარ ჩაწერილ დისკუსიას, რომელიც ქართული ყოველთვიური ჟურნალის ”ცხელი შოკოლადის” მიერ იქნა ორგანიზებული და მიეძღვნა პირველი არხის განახლებულ სამაუწყებლო ბადეს. საუბრის დროს, რომლის ჩანაწერიც ჟურნალის დეკემბრის გამოცემაში გამოქვეყნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ პროდიუსერს და ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილეს გია ჭანტურიას სთხოვეს დაესახელებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის თუნდაც ერთი გადაცემა, რომელიც უმცირესობისთვის იყო შექმნილი. ჭანტურიამ უპასუხა: ”პედერასტებისთვის?” შემდეგ მას ჰკითხეს, რომელიმე წამყვანი თუ იყო რომელიმე უმცირესობის ან რომელიმე სუბკულტურის წარმომადგენელი. ჭანტურიამ უპასუხა: ”ხეიბარი უნდა იყოს წამყვანი? მეუბნებით, რომ ჰომოსექსუალმა უნდა  წაიყვანოს გადაცემა ჰომოსექსუალებზე?”

ეს განცხადება, რომელიც აქამდე ძირითადად ინტერნეტ-ფორუმებზე განიხილებოდა, 14 იანვარს თავად პირველმა არხმა წამოწია თავის ყოველკვირეულ გადაცემაში ”აქცენტები”, რომელშიც მონაწილეობდნენ ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, ”ცხელი შოკოლადის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი და ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ლევან ყუბანეიშვილი. პროგრამა, რომელიც ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს მიყავდა, ძირითადად ტელეკომპანიის განახლებულ სამაუწყებლო ბადეს მიეძღვნა, თუმცა გადაცემის ბოლოს ჭანტურიას განცხადებაც წამოწიეს.

”ამ შემთხვევაში ალბათ გასათვალისწინებელია ის სიტუაცია და ისიც, თუ რა კონტექსტში იყო ნათქვამი ყველაფერი,” - განაცხადა ყუბანეიშვილა, ”გია ჭანტურია ემოციური ადამიანია... შეიძლება [ეს სიტყვები] გამოთქმული იყო არასწორედ”.

როდესაც მას ჩაეკითხნენ წამყვანიც და ორი სტუმარიც ჭანტურიას გამონათქვამებთან დაკავშირებით, ყუბანეიშვილმა უპასუხა: ”ტერმინილოგიურ სიტყვებს ნუ გამოვეკიდებით; ეს პირდაპირ ეთერში არ ყოფილა ნათქვამი, პრივატულ საუბრებში ითქვა, აქედან გამომდინარე ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება პრივატულ საუბრებში ისაუბროს იმ ტერმინოლოგიით, რომელიც მას სურს”.

როდესაც მას უთხრეს სტუმრებმა, რომ ეს იყო ჩაწერილი დისკუსია და არ ყოფილა პრივატული საუბარი, ყუბანეიშვილმა უპასუხა: ”ეს [გამონათქვამები] არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია... ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ... ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვიქნებით, თუ რომელიმე ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანი თავის თავს უფლებას მისცემს, რომ გამოვიდეს და საჯაროდ ილაპარაკოს - საზოგადოებისთვის ეს იქნება შოკის მომგვრელი; ამგვარ გადაცემას ეყოლება ძალიან ბევრი მაყურებელი”.     

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 13 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელმძღვანელი პირის მიერ საჯაროდ ისეთი ტერმინების გამოყენება, რომელიც პირდაპირ არის აკრძალული მისივე დაწესებულების ქცევის კოდექსით, ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნებისა და მისიის განხორციელებას, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია.

ტელეკომპანიის ქცევის კოდექსში ნათქვამია, რომ “დაუშვებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცა “მამათმავალი”, “პედერასტი”, “ცისფერი.”

განახლების შემდეგ შეიცვალა ტელეკომპანიის სახელიც და მას ”პირველი არხი” დაერქვა; არხს ოცზე მეტი ახალი გადაცემა აქვს, მათ შორის ბევრი გასართობი სახისაა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ განახლების შემდეგ არხს ”მნიშვნელოვნად გაეზარდა” რეიტინგი.

ამჟამად, ტელეკომპანია უფრო მეტ პოლიტიკურ თოქშოუს უშვებს, ვიდრე სხვა რომელიმე ქართული ტელეკომპანია; მათ შორისაა: ”პირველი თემა”, რომელიც კვირაში ორჯერ გადის, ყოველკვირეული ”აქცენტი” და ყოველკვირეული ”პოლიტიკური კვირა”, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიყავს. პირველ არხზე ასევე გადის საინფორმაციო გადაცემები დღეში ოთხჯერ, ხოლო შაბათ-კვირას სამჯერ.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დეკემბერში ტელეკომპანიას დამოუკიდებელი სტუდიების ”მონიტორის” და ”რეპორტიორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებების გაშვება სთხოვა, თუმცა მას უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ ეს ფილმები არ იყო წარმოებული, არც დაკვეთილი ტელეკომპანიის მიერ. დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში სუბარმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფი, მათ არ აძლევენ უფლებას მოამზადონ ჟურნალისტური გამოძიებები.

”მაშინ როცა პირველი არხი არც დროს, არც ენერგიას და არც ფულს არ იშურებს გასართობი პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში, რათა კიდევ ერთხელ აგვიხვიონ თვალი და დაგვაჯერონ, თითქოს ”ცხოვრება გაცილებით მშვენიერია“, ვიდრე სინამდვილეში,” - განაცხადა სუბარმა. მას მხედველობაში ჰქონდა ტელეკომპანიის ახალი გასართობი პროგრამა ”ცხოვრება მშვენიერია”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28