Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაღაფში აღშფოთებულია ენგურჰესზე რუსულ-ქართული გარიგების გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 იან.'09 / 16:44

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი აღაშფოთა იმ მემორანდუნმა, რომელსაც საქართვლომ და რუსულმა კომპანია ”ინტერ რაომ” მოაწერეს ხელი ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

დეკემბრის ბოლოს საქართველომ და რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივი მართვის თაობაზე. თუმცა, მხარეებს ჯერ არ მოუწერიათ ხელი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტისთვის. 

”საქართველოს შეუძლია კვლავაც გააკეთოს განცხადებები, რომ ის არის  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტის მფლობელი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის,” - განაცხადა ბაღაფშმა 19 იანვარს სეპარატისტული რეგიონის ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ”ენგურის ჰიდროელექტროსადგური ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და ჩვენ გვეკუთვნის და არც ერთ შეთანხმებას ან გარიგებას, რომელსაც ჩვენს ზურგს უკან მოეწერება ხელი ჩვენი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, არ ექნება რაიმე ძალა”.

”ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებები გავმართოთ ”ინტერ რაო”-სთან თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ ხელს არ მოვაწერთ რაიმე შეთანხმებას რომელიც ჩვენ ინტერესებს არ შეესაბამება,” - დასძინა ბაღაფშმა.

აფხაზეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ”ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელმა რეზო ზანტარიამ განაცხადა, რომ ”ინტერ რაომ” არც აცნობა აფხაზურ მხარეს საქართველოსთან გაფორმებული მემორანდუმის თაობაზე.

ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ელექტროსადგური ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს, საიდანაც ყოველწლიურად აფხაზეთი 1,2 მილიარდ კვტ ელექტროენერგიას იღებს.

"ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ წარსულში აფხაზური მხარე სთავაზობდა ”ინტერ რაოს” ენგურჰესის აქციების 49%-ს, თუმცა რუსულ კომპანიას, მისი თქმით, საკონტროლო პაკეტი - სულ ცოტა 51% უნდოდა. ”აფხაზური მხარე უნდა იყოს ენგურჰესის საკონტროლო პაკეტის მფლობელი,” - განაცხადა რეზო ზანტარიამ.

”აფსნიპრესი” ასევე იტყობინება, რომ ”ინტერ რაოს” თავმჯდომარე ევგენი დოდი 20 იანვარს სოხუმში აპირებს ჩასვლას და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვას.

იმავდროულად, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოუწოდა ხელისუფლებას საჯარო გახადოს რუსულ კომპანიასთან ხელმოწერილი მემორანდუმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ მემორანდუმი საჯარო არ არის და გაფორმების შემთხვევაში, მხოლოდ ხელშეკრულება გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

”ვაფრთხილებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ნებისმიერ შეთანხმებას და ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოეწერება ენგურის მართვასთან დაკავშირებით, თუ ეს იქნება ქართველი ხალხის ზურგს უკან გაკეთებული, არ ექნება ლეგიტიმაცია და იქნება გაუქმებული,” - განაცხადა გამყრელიძემ 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45