Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი საქართველოს 500 მილიონი ევროს დახმარებას ”პოლიტიკური პირობით” გამოუყოფს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 იან.'09 / 19:25

დემოკრატიული რეფორმები იმ ”პოლიტიკურ პირობებს” შორისაა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ევროკავშირი საქართველოს 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს, განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა 20 იანვარს თბილისში.

”სწორედ ახლა ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც შეთანხმებაა იმაზე, თუ როგორ დაიხარჯება ეს [დახმარება], რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკური პირობები, რომელთა ხილვაც ევროკავშირს სურს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამ შეთანხმებას,” - განაცხადა მან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ვიცე-პრემიერმა მაცნობა და დამიდასტურა, რომ მიმდინარეობს რეფორმების ახალი ტალღა კანონმდებლობის კუთხით, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დავინახოთ რომ ამგვარი საკანონმდებლო რეფორმა პრაქტიკულად იქნეს განხორციელებული და შეეხოს სასამართლო სისტემას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მედიის თავისუფლებას და შეკრების თავისუფლებას, და ასევე გვინდა ვიხილოთ უკეთესი დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის,” - დასძინა მან.

დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, ევროკომისრის თქმით, ასევე არის კიდევ ერთი პირობა - დახმარების თანხები არ უნდა დაიხარჯოს სამხედრო მიზნებისთვის.

”ჩვენ არ გვინდა, რომ თუნდაც ერთი ევრო დაიხარჯოს სამხედრო სფეროზე და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,” - განაცხადა მან.

”მინდა ასევე გითხრათ თუ რა მნიშვნელოვანია ის, რომ რთულ მომენტებშიც კი, საქართველომ არ თქვა უარი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაზე და ეს არის ის, რაც ჩვენ დეტალურად განვიხილეთ [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან],” - განაცხადა ბენიტა ფერერო ვალდნერმა.

პრესკონფერენციაზე მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის მთავარ პრინციპებზე, რომელიც მან და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ დეკემბრის დასაწყისში გაახმოვანეს.

აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელიც ვრცელდება სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, მოლდოვასა და უკრაინაზე, მიზნად ისახავს ამ ქვეყნებში ევროკავშირის პოლიტიკური ჩართულობის განახლებას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორისაა ასოცირებული შეთანხმებების პერსპექტივები, ეკონომიკური ინტეგრაცია და გამარტივებული სავიზო პირობები ევროკავშირთან. ევროკავშირსა და ამ ექვს სახელმწიფოს შორის სამიტი 7 მაისს არის დაგეგმილი.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ამ ინიციატივას ”ძალიან ნიშვნელოვანი” უწოდა და განაცხადა, რომ ეს იქნება ”ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას და ინტეგრაციას ევროკავშირთან”.     

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16