Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემის ფორმატს ცვლის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 იან.'09 / 10:49

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის პოპულარული შოუ ”საქართველოს დიდი ათეული” გაგრძელდება, თუმცა შეცვლილი ფორმატით, რითაც გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რჩევა.

შოუმ, რომლის მიზანიც ხმის მიცემის გზით ღვაწლმოსილი ქართველების გამოვლენაა, ქართული ეკლესიის შენიშვნა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც სავსებით მიუღებელია ის ფაქტი, რომ წმინდანები ჩვეულებრივ საერო პირებთან ერთად მონაწილეობენ შეჯიბრში. პროექტის პროდიუსერების თქით, მიუხედავად იმისა, რომ 50 კანდიდატს შორის 13-ვე წმინდანი დარჩება სიაში, მათი ნუმერაცია გაუქმდება მაშინვე, როგორც კი გაიკვევა პირველი ათეული.

”პროექტის ბოლოს დარჩება ათი დიდი ქართველი და ისინი სიაში შევლენ ანბანის მიხედვით და არა ნუმერაციით; არ იქნება პირველი ადგილი, მეორე ადგილი და ასე შემდეგ. ამგვარი ქმედებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავიდან ავიცილებთ იმ უთანხმოებას, რომელიც რიგითობასთან დაკავშირებით არსებობს და მეორე მხრივ, ეს დაგვეხმარება შევინარჩუნოთ პროექტის მთავარი იდეა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოვლენას უკავშირდება,” - განაცხადა გადაცემის მთავარმა პროდიუსერმა და ერთ-ერთმა წამყვანმა დაჩი გრძელიშვილმა 21 იანვარს.

22 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ ეკლესიისთვის გაუგებარია ის ”ხელოვნული ვნებათაღელვა”, რომელიც ”დიდ ათეულთან” დაკავშირებულ მის პოზიციას მოჰყვა.

”რატომ უნდათ ზოგიერთებს, ეკლესია წარმოაჩინონ ცენზორად, რომელიც თითქოს ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს?”- ნათქვამია განცხადებაში, ”იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზემოაღნიშნული პოლიტიკის გამტარებელთ სურთ, ეკლესიამ და თვით კათოლიკოს–პატრიარქმაც თავი შეიკავოს ამა თუ იმ საკითხზე აზრის გამოთქმისაგან... ამისი აკრძალვის უფლება არავის აქვს. ამით საქართველოს საპატრიარქო ამ თემაზე საუბარს ამთავრებს”. 

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღნიშნა 10 იანვარს, პროექტის დაწყებიდან დაახლოებით ორ თვეში გაკეთებულ განცხადებაში, რომ გადაცემის ფორმატი, რომელშიც წმინდანები ჩვეულებრივ საერო პირებთან ერთად მონაწილეობენ შეჯიბრში სავსებით მიუღებელია. ხოლო ისინი, ვინც არ ეთანხმებოდნენ ეკლესიის პოზიციას აცხადებდნენ, რომ ნებისმიერი ცვლილება ფორმატში მიუღებელია, რადგანაც ეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზემოქმედების ტოლფასი იქნებოდა. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა უკვე გამოთქვა ვარაუდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ”კომპრომისული გადაწყვეტილება” ნაკლებად თუ დააკმაყოფილებს რომელიმე მხარეს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26