Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციური დეკლარაცია სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 იან.'09 / 15:39

12-მა ოპოზიციურმა პარტიამ და საზოგადოების წარმომადგენლებმა 29 იანვარს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის სამი მოთხოვნაა: გადადგეს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის თანამდებობიდან; ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები; და შეიქმნას სათანადო პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ამ მოთხოვნების გარშემო მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის დაფიქსირება ვერ მოხერხდა.

დეკლარაცია, რომელიც ღია რჩება ხელმოწერის მსურველთათვის, გააფორმეს: ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ალიანსმა, გაერთიანებული ოპოზიციიდან -  კონსერვატორებმა, ხალხის პარტიამ, მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის; დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო - ნინო ბურჯანაძის პარტიამ,  საქართველოს გზამ, პარტია თავისუფლებამ, ქალთა პარტიამ, ტრადიციონალისტებმა, მწვანეთა პარტიამ და მრეწველებმა. მას ასევე ხელი მოაწერა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ.

ხელმოწერის ცერემონიას არ დასწრებიან ლეიბორისტები, თუმცა როგორც დღეს საქართველოს გზის ლიდერმა და ამ დოკუმენტის ინიციატორმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, შალვა ნათელაშვილის პარტია უერთდება ოპოზიციის საერთო მოთხოვნებს.

”ჩვენი საერთო შეფასებით ამ გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი მომდევნო დღე ახალ პრობლემებს უქმნის ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს,” - ნათქვამია დეკლარაციაში, ”შექმნილ ვითარებაში საქართველოს თითოეული მოქალაქის პატრიოტული ვალია ყველაფერი გააკეთოს უმოკლეს ვადაში ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შესაცვლელად”.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნებისაკენ საჯაროდ მოუწოდა გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ, არც ის შეერთებია ოფიციალურად დეკლარაციას. ალასანია თავის პოზიციას საკუთარი გუნდის პრეზენტაციაზე დააფიქსირებს, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება.

საერთო მოთხოვნებს არ უერთდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტია მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება მზად არ არის ვადამდელი არჩევნებისთვის. დეკლარაციაზე არ არის ასევე არც ეროვნული ფორუმის ხელმოწერა.

”რომ დანიშნოს მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნები - ჩვენ დავუსვით ეს კითხვა ოპოზიციას - რას იზამს მაშინ ოპოზიციის ნაწილი, წავა თუ არა ამ არჩევნებზე სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში... იმის გამო რომ მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან, უარი ვთქვით ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე,”- განაცხადა ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა.

დოკუმენტის მოთხოვნების მიმართ ამ  ეტაპზე თავიანთი პოზიცია არ აქვთ ასევე ჩამოყალიბებული საპარლამენტო უმცირესობის პარტიებსაც.

დეკლარაციის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ შეუერთდება მათ მოთხოვნებს, პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ ოპოზიციონერობაზე.

”ის, ვინც რაღაც მიზეზის გამო ამას არ გაიზიარებს, მაშინ ალბათ ავტომატურად ჩაეწერება სახელისუფლებო გუნდში,” - განაცხადა ახლი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”ეს არის გარკვეული წყალგამყოფი, სადემარკაციო  ხაზი რეალურ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამი მოთხოვნის გარშემო დაფიქსირებული ერთობა, არ ნიშნავს ოპოზიციის ერთ ორგანიზაციულ წარმონაქმნად გაერთიანებას.

”ვინ რა ტაქტიკით იმოქმედებს მომავალში, ამის გამო ნურავინ წამოგვაძახებს, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული და დაპირისპირებული,” - განაცხადა მან, ”ჩვენ არ ვართ დაპირისპირებული, ჩვენ ვართ ერთიანი ამ მოთხოვნაში”.

”სააკაშვილი უნდა გადადგეს,” - განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”თუ მას ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება, ჩვენ მას მივეხმარებით”.

ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიციური ძალები არც საპროტექტსო აქციების ფორმას გამორიცხავენ და არც მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვების დაწყებას რეფერენდუმის გამართვის თაობაზე, რათა დეკლარაციის მოთხოვნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გამოვლინდეს.  

”ძალიან საინტერესო იდეაა [რეფერნედუმი] და ალბათ ერთ-ერთი კარგი საშუალებაა იმისა, რომ სრულიად კანონიერად და კონსტიტუციურად გამოვიკითხოთ აზრი,”- განაცხადა დავით გამყრელიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ”სამწუხაროა” ის ფაქტი, რომ ოპოზიცია კვლავ ადგას რადიკალურ გზას.

”მე ვფიქრობ დღეს ქვეყანაში რადიკალიზმზე მეტად მოსახლეობას სჭირდება ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სასიცოცხლო საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისის გადალახვა და ქვეყნის უსაფრთხოება,”- განაცხადა მან, ”ამ თემებზე ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მზად ვართ ვიმუშავოთ ოპოზიცისთან ერთად”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14