Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია საპრეზიდენტო ინსტიტუტის მომხრეა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 თებ.'09 / 12:58

საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ, რომელიც გადადგომის შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა, განაცხადა, რომ იგი ემხრობა საკანონმდებლო ორგანოს ძლიერი ზედამხედველობის ქვეშ არსებულ საპრეზიდენტო ინსტიტუტს.

”იმ მოსაზრების ერთგული ვრჩები, რომ საქართველოში ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საპრეზიდენტო ინსტიტუტი ქვეყნის მართვის ყველაზე ეფექტური ფორმაა,” - განუცხადა ალასანიამ გაზეთ ”რეზონანსს” ინტერვიუში, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნდა, ”ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოში რა მოდელი ამართლებს”.

კითხვაზე საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებასთან დაკავშირებით - ეს ის საკითხია, რომელმაც საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ბოლო დროს წინ წამოიწია - ალასანიამ განაცხადა, რომ იგი ამ ეტაპზე საკითხის კომენტირებისგან თავს შეიკავებს. თუმცა, მან აღნიშნა: ”საქართველოს მოქალაქეები თუკი გადაწყვეტენ, ეს იდეა ჩემთვისაც მისაღები მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება”.

რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას, ალასანიამ განაცხადა, რომ ”რამდენადაც არ უნდა გვიმძიმდეს, რეალობა ისეთ სიტუაციაში გვაყენებს, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ნორმალიზების პროცესის დაწყება”.

”რუსეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთისთვის და ეს მოცემულობა უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება,” - განაცხადა მან, ”ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი, რასაც მე ვემხრობი, იმავე დროს უნდა ვიზრუნოთ ისეთი დაბალანსებული, რეგიონალური უსაფრთხოების მექანიზმები შევიმუშავოთ, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს პროვოკაციაში ჩაბმის საშუალება აღარ მიეცეს”.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16