Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სტუდია ”მაესტრო” დეპუტატს ”შეურაცხყოფის” გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 თებ.'09 / 18:22

სტუდია ”მაესტრომ” 10 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატის გივი თარგამაძის მიერ გაკეთებული განცხადება ტელეკომპანიის პოლიტიკური რეალური შოუს შესახებ ”შეურაცხმყოფელია” და იგი ”ზეწოლად და მუქარად” შეაფასა.

8 თებერვალს საზოგადოებივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას გივი თარგამაძემ მწვავედ გააკრიტიკა ”მაესტროს” გადაცემა ”საკანი #5”.

”იმ ხალხისგან, რომელთაც 21-ე საუკუნეში - მაშინ როდესაც საქართველო ბევრი საბჭოთა კლიშესგან ძლივს გათავისუფლდა - მაქსიმუმი, რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ზონიდან და კამერიდან რამდენიმე ჩაცუცქული ნარკომანი გვმოძღვრავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევეხვეწოთ რუსეთს როგორმე დაგვიპყრონ ნაზად... ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან უზრდელობაში და ლაჩრობაში - თუ ვის უფრო მეტად ეშინია რუსეთის და ამ საუბრებით უკვე ნელ-ნელა მივიდნენ იქამდე, რომ იმდენად ღრმად არიან რუსეთთან შესული, რომ კამერაში ფეხებიღა ჩანს,” - განაცხადა თარგამაძემ. მან იქვე დასძინა, რომ ეს მისი პირადი შეხედულებაა, რომლის გახმოვანების უფლებაც მას გააჩნია, ისევე როგორც იმ ადამიანებს, რომელიც ”მაესტროს” გადაცემაში მონაწილეობენ.

გადაცემა ”საკანი #5” - რომლის სახელიც აშკარად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის და მმართველი პარტიის  საარჩევნო ნომერს - 20 იანვარს დაიწყო. გიორგი გაჩეჩილაძე  - იგივე ”უცნობი”, რომელმას საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება, საკანში პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომამდე აპირებს დარჩენას. ყოველ საღამოს საკანში მასთან სტუმრები მიდიან, რომელთა შორის უკვე იყვნენ საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რეჟისორი რობერტ სტურუა და სხვები.

სტუდია ”მაესტროს” მფლობელმა მამუკა ღლონტმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ დეპუტატის თავდასხმა როგორც ტელევიზიაზე, ისე გადაცემის სტუმრებზე ”ზეწოლის” და ”შეურაცხყოფის” ტოლფასია.

”მე ვთხოვ თარგამაძეს გამოაშკარაოს ეს რუსეთის აგენტები, აღძრას ჩვენზე სისხლის სამართლის საქმე და დაგვიჭიროს, როგორც რუსეთის აგენტები, ან წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორიულად ვთხოვ მას ბოდიში მოიხადოს იმ ჟურნალისტების, ”მაესტროს” თანამშრომლების წინაშე, რომლებიც უანგაროდ ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას,” - განაცხდა ღლონტმა.

23 იანვარს პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტუდია ”მაესტროს” გადაცემაც ახსენა, როგორც მაგალითი იმისა, რომ საქართველოში სიტყვის და მედიის თავისუფლებაა.

”როცა ტელევიზორიდან ყვებიან, რომ ჩვენ არ გვაქვს თავისუფლება, ოღონდ ამას გიყვება სამი საათი ტელევიზორში, სასაცილოა. მე ერთ-ერთი პროგრამის ერთგული მაყურებელი ვარ, გასართობი პროგრამის ’ციხის საკნიდან’ - სხვათა შორის, ძალიან კონფორტული ციხის საკანია, მაგრამ ჩვენ უკეთესებიც გვაქვს რუსთავის და გლდანის ციხეებში,” - განაცხადა სააკაშვილმა ხუმრობით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15