Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაეროს მისიის მანდატი საქართველოში ოთხი თვით გაგრძელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 თებ.'09 / 12:27

გაეროს უშიშროების საბჭომ 13 თებერვალს საქართველოში დამკვირვებელთა მისიის მანდატის ოთხი თვით გააგრძელა,  უსაფრთხოების ახალი რეჟიმის უზრუნველყოფამდე.

რეზოლუციაში, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული, ნათქვამია, რომ მისიის მანდატი გაგრძელდა ”ახალი ვადით, რომელიც სრულდება 2009 წლის 15 ივნისს”; იმავდროულად, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საბჭოს 15 მაისისთვის ”განზარახული აქვს გაახმოვნოს გაეროს შემდგომი დარჩენის ელემენტები,” ამ საკითხზე გაეროს გენერალური მდივნის რეკომენდაციების საფუძველზე.

რეზოლუციის ტექსტში უშიშროების საბჭო წინა ორ რეზოლუციასაც ”იხსენებს”, მათ შორის 2008 წლის აპრილში მიღებულ 1808-ე რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს ”საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში”; ასევე 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციას, რომელიც, დიპლომატების თქმით, ”ტექნიკური გაგრძელება” იყო, რომლის ფარგლებშიც მისიის მანდატი 2009 წლის 15 თებერვლამდე მოქმედებდა.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭო ”მიესალმება” 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მისი განხორციელების ზომებზე მომდევნო შეთანხმებას, რომელსაც 8 სექტემბერს მოეწერა ხელი.

უშიშროების საბჭომ მოუწოდა მხარეებს პატივი სცენ უსაფრთხოების რეჟიმს 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების თანახმად, რომელიც ითვალისწინებს 24-კილომეტრიან განიარაღებულ ზონას აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. ეს შეთანხმება აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა მას შემდეგ, რაც საქართველო ამ ხელშეკრულებიდან გამოვიდა. თუმცა, საქართველომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ძალების და შეიარაღების შეზღუდვას აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 15 კილომეტრის რადიუსში.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ უზრუნველყოფილ იქნას განურჩევლად ყველა ადამიანის უფლება თავისუფალ გადაადგილებაზე და დაცული იქნას დევნილთა და გადაადგილებულ პირთა ქონება. იგი ასევე მოუწოდებს დევნილთა და გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნების ხელშეწყობისკენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დააკნინა ის ფაქტის მნიშვნელობა, რომ რეზოლუციაში არაა ნახსენები მისიის ოფიციალური სახელწოდება - გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

”ეს არის ფუნქციონალურად ერთი მანდატისთვის შექმნილი მისია, იურიდიულად  - ეს არის ერთი მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს ორივე მხარეზე,” - განაცხადა ვაშაძემ, ”ამიტომ რუსეთის და მარიონეტული რეჟიმის ოცნებას იმაზე, რომ იყოს ორი მისია, ამას ვერასოდეს ვერ მოესწრებიან”.

“ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რეზოლუციაში არ არის რაიმე მინიშნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე დ შეუძლებელი იქნებოდა მისი მიღება, იქ რომ რაიმე ამგვარი ყოფილიყო,” - განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა.

თუმცა, აშშ-ის ელჩმა გაეროში როზმარი დიკარლომ განაცხადა, რომ რეზოლუცია ”არავითარ შემთხვევაში არ უთხრის ძირს” საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგანაც ტექსტში მოხსენიებულია ამ პრინციპის მხარდამჭერი წინა რეზოლუცია.

ბრიტანეთის ელჩმა გაეროში ჯონ სოვერსმა განაცხადა, რომ საბჭომ შემდეგი ოთხი თვე - მანდატის ამოწურვამდე - უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ”მოიძებნოს უფრო გრძელვადიანი სისტემა, რომელიც ასახავს შექმნილ სიტუაციას  და ადგილზე მყოფი ადამიანების საჭიროებებს”.

საქართველოს ელჩმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ თბილისი მიესალმება რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ის შუალედური ხასიათისაა.

”ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვიმუშაოთ ჩვენს მეგობრებთან, ასევე გაეროსთან, რათა შევიმუშაოთ სრულმასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც დაეხმარება სამშვიდობო და მონიტორინგის პროცესს,” - განაცხადა მან.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13