Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი გენერალი ქართული არმიის დახმარებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 თებ.'09 / 16:13

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მისი ევროპული სარდლობის მეშვეობით ეძებს გზებს, თუ როგორ დაეხმაროს ქართულ არმიას, განაცხადა აშშ-ს ევროპული არმიის და მე-7 არმიის სარდალმა, გენერალმა კარტერ ჰემმა 17 თებერვალს. 

კითხვაზე არსებობს თუ არა ქართველი სამხედროების გაწვრთნის გეგმა, გენერალმა ჰემმა უპასუხა: ”ამის რაიმე გაწერილი გრაფიკი ჯერ არ გვაქვს. ევროპული სარდლობა დეპარტამენტთან ერთად კვლავაც აანალიზებს იმ შეფასების შედეგებს, რომელიც შარშან შემოდგომაზე ჩატარდა იმ მიზნით რომ გაგვერკვია თუ როგორ უფრო მართებული იქნება დახმარება”. 

მისი თქმით, ერთის მხრივ აშშ-ის შეუძლია ტაქტიკურ ხასიათის დახმარების გაწევა.  

”ეს არის იარაღის და აღჭურვილობის გამოყენების ტექნიკა - ეს არის სატვირთო მანქანები და რადიოები, ტრეინინგები პირველად დახმარების და მსგავსი რაღაცეები - ანუ დახმარება ძირითადი სამხედრო უნარებში,” - განაცხადა მან, ”მეორე მხრივ, ეს შეეხება სამეთაურო და კონტროლის სფეროებს. ქართველებმა გვთხოვეს ამ კუთხით გარკვეული დახმარება”.

”დეფიციტია აღჭურვაში. ხერვეზებია სამეთაურეო და კონტროლის სფეროში. ასევე ტაქტიკურ შესაძლებლობებში,” - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, ”ვფიქრობ, ქართველებსაც გააზრებული აქვთ ეს”.

”თუმცა, საქმე არც ისე ცუდადაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის მომზადება, რომელიც მათ გავუწიეთ წლების წინ, მიზნად ისახავდა ექსპედიციური შესაძლებლობების განვითარებას, რათა ერაყში განეხორციელებინათ ოპერაციები. და ამ კუთხით მათ ძალიან, ძალიან კარგი სამუშაო გაწიეს. ისინი არ ყოფილან მომზადებული ტერიტორიის დაცვისათვის”.

ამ კონტექსტში, მან განაცხადა, რომ ამჟამად იმის შეფასება მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს დახმარების ”დოქტრინა, ჩვენი ტაქტიკა”.

გენერალმა ჰემმა ასევე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში სტუმრობამ მასზე ”შთაბეჭდილება” მოახდინა.

”მათ კარგი საწვრთნელი ობიექტები აქვთ. აშენებენ ინფრასტრუქტურას პერსონალისთვის და ახორციელებენ პროგრამებს, რომლებიც საჭიროა შესაფერისი პერსონალის ასაყვანად,” - განაცხადა მან, ”მათ დახმარება სურთ. და თუ ამისთვის  რაიმე გზები არსებობს, ვფიქრობ, ევროპული სარდლობა გაიკვლევს გზას აქეთ”.  
 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14