Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გია ყარყარაშვილი ალასანიას გუნდს უერთდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 თებ.'09 / 18:45

გია ყარყარაშვილი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური იყო, ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა.

19 თებერვალს გია ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ალასანიას უნარის გამო  ელაპარაკოს აფხაზებს მიუხედავად მისი ”პირადი ტრაგედიისა”, რომელიც მან აფხაზეთის კონფლიქტის დროს განიცადა. ირაკლი ალასანიას მამა, მამია ალასანია აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელთან ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს მას შემდეგ, რაც 1993 წლის სექტემბერში სოხუმი სეპარატისტებმა აიღეს. 2006 წელს, როდესაც ირაკლი ალასანიას კონფლიქტების საკითხებში პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მის მიმართ პატივისცემას არ მალავდა.  

გია ყარყარაშვილი, რომელმაც თბილისის საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო მოგვიანებით რუსეთის სამხედრო აკადემიაშიც ისწავლა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში აგვისტოს ომის შემდეგ მოექცა, როდესაც მან საქართველოს ხელისუფლების წარმოებული სამხედრო ოპერაციები გააკრიტიკა. ცოტა ხნის წინ მან გამოქვეყნა მოხსენება, რომელშიც იგი ასკვნის, რომ სამხედრო ოპერაციები არასწორად იმართებოდა და სუსტად დაგეგმილი იყო, სიტუაციას კი პოლიტიკური ლიდერები უფრო მეტად მართავდნენ, ვიდრე სამხედრო სარდლობა.

მისი თქმით, მოხსენება ეყრდნობა ოფიცრებთან ათობით ინტერვიუს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა ომისდროინდელი განცხადებების ანალიზს და მათ ჩვენებებს საპარლამენტო კომისიის წინაშე. იგი ასევე ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა მოსკოვმა, თითქოს მათი სამხედროები არ ჩაერეოდნენ საომარი მოქმედებების შემთხვევაში. ყარყარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ  თავდაპირველი სამხედრო გეგმა, რომელიც სახმელეთო ძალების მაშინდელმა სარდალმა მამუკა ბალახაძემ მოამზადა, არ ითვალისწინებდა ცხინვალზე თავდასხმას და მის დაპყრობას; თუმცა, გეგმა შეიცვალა პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩარევის შემდეგ. 

აფხაზეთის კონფლიქტის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად დანიშვნისას ყარყარაშვილი 27 წლის იყო. მისი სატელევიზიო განცხადება, რომელიც მან დანიშვნის შემდეგ გააკეთა - ”თუ 100 ათასი ქართველი დაიღუპება, მაშინ 97 ათასივე [აფხაზი] თქვენს მხარეს მოკვდება” - ფართოდ იქნა გამოყენებული აფხაზური მხარის მიერ, როგორც იმის მაგალითი, რომ ქართული კამპანია რეგიონის აფხაზებისგან გაწმენდისკენ იყო მიმართული.
 
18 თებერვალს ტელეკომპანია ”მაესტროში” ამ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ყარყარაშვილმა უპასუხა, რომ მისი სატელევიზიო განცხადება ისე გადაკეთდა, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოს ის აფხაზებს განადგურებით ემუქრებოდა. ”სხვათაშორის, ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრია, იქ იმყოფებოდა, როდესაც ჩემი განცხადება იწერებოდა და მას შეუძლია ჩემი სიტყვების დადასტურება,” - განაცხადა ყარყარაშვილმა. მან განმარტა, რომ ანქვაბი ქართულ ძალებს ჰყავდათ დაჭერილი, თუმცა მოგვიანებით მისი პირადი დავალებით გაუშვეს.

აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ყარყარაშვილი მოსკოვში გაემგზავრა. 1999 წელს იგი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. 2004 წლიდან კი ის პოლიტიკას ჩამოშორდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27