Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია საერთო მიზნისკენ სხვადასხვა გზებით მიდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 თებ.'09 / 16:57

სულ ცოტა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის გადასაყენებლად ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყებისკენ 9 აპრილს მას შემდეგ, რაც 23 თებერვალს ახლადშექმნილი ალიანსი იმავე საკითხზე რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით გამოვიდა.

კონსერვატიულმა პარტიამ, საქართველოს გზამ, ხალხის პარტიამ და ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის პრეზიდენტ სააკაშვილის 9 აპრილამდე გადადგომა მოითხოვა.

ორშაბათს და სამშაბათს გამართულ ცალ-ცალკე პრესკონფერენციებზე ამ პარტიების ლიდერებმა არ გაიზიარეს მოწოდებები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

”სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს,” - განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ 24 თებერვალს.  პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე აპირებენ ”ცხოვრებას”, ვიდრე სააკაშვილი არ გადადგება. ”საპროტესტო აქციები დაიწყება სხვა ქალაქებშიც,”- აღნიშნა მან.

ნინო ბურჯანაძემ 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ”ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაასრულა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების პირველი ეტაპი და მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტ  სააკაშვილი 9 აპრილამდე უნდა გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ ყველა რესურსი ამოწურულია და მიზნის მისაღწევად ანუ ქვეყნის გადასარჩენად რჩება ერთადერთი გზა - საპროტესტო აქციების დაწყება და მათი გაგრძელება მანამ, სანამ პრეზიდენტი იძულებული არ გახდება დატოვოს თანამდებობა”.

ახლადშექმნილმა ალიანსმა საქართველოსთვის, რომელიც აერთიანებს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს, ახალ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს, მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს ათი დღის ვადაში დანიშნოს რეფერენდუმი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ტაქტიკაში სხვაობა ”ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს,” რადგანაც ამ პარტიებს ერთი მიზანი აერთიანებს, მაგრამ ”ფაქტიურად, ეს სხვაობა ძალიან მნიშვნელოვანია”. მისი თქმით, ალიანსს არ სურს გახდეს საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ წინასწარ გამოცხადებული ვადების ”მძევალი”. 

”ეს პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თარიღი; ეს პროცესი მიგვიყვანს ჩვენ ვადამდე და არა პირიქით,” - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სხვაობა ტაქტიკაში არ ნიშნავს კონფრონტაციას სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. მისი თქმით, მრავალმხრივი ტაქტიკის მიზანი შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მთავარი მიზნის მისაღწევად და ეს მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენებაა.

თუმცა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა გააფრთხილა, რომ განსხვავებულმა მიდგომებმა შესაძლოა დააბნიოს ოპოზიციის მხარდამჭერები და ზიანი მიაყენოს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით წამოწყებულ კამპანიას.

დავით უსუფაშვილმა არ გამორიცხა, რომ ალიანსის მიერ წამოწყებული ”პროცესი” შესაძლოა ასევე გაგრძელდეს საპროტესტო აქციებთან შეერთებით, რისკენაც სხვა პარტიები 9 აპრილისთვის მოუწოდებენ.

ეროვნული ფორუმი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების რეჟიმშია და კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია აქციებთან შეერთების თაობაზე.

”თარიღზე უფრო, ახლა მნიშვნელოვანია, თუ როგორ მივდივართ ამ თარიღამდე და აქცია, რომ წარმატებული იყოს,”- განუცხადა Civil.ge-ს ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა, ”ჩვენ კონსულტაციები გვაქვს როგორც ალასანიას ალიანსთან, ისე ნინო ბურჯანაძესთან და სხვა პარტიებთან, რათა შემუშავდეს ერთიანი  სამოქმედო გეგმა”. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14