Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რვა ოპოზიციური პარტია 9 აპრილს აქციისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 თებ.'09 / 17:04

რვა ოპოზიციურმა პარტიამ და ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდეს დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს და საზოგადოებას შეუერთდნენ 9 აპრილს დაგეგმილ აქციას სააკაშვილის უპირობო გადადგომის მოთხოვნით.

”მივიჩნევთ, რომ სააკაშვილის არალეგიტიმურმა და ანტისახელმწიფოებრივმა რეჟიმმა კატასტოფამდე მიიყვანა საქართველო და ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. ყველა მცდელობა საქართველოში დანიშნულიყო თავისუფალი არჩევნები და ამ გზით განხორციელებულიყო ხელისუფლების ცვლილება უშედეგოდ დასრულდა,”- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი სუბიექტები აწერენ: ზვიად ძიძიგური - კონსერვატიული პარტია; კობა დავითაშვილი - ხალხის პარტია; ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო; სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა, ეკა ბესელია- მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; კონსტანტინე გამსახურდია- თავისუფლება;  აკაკი ასათიანი - ტრადიციონალისტთა კავშირი; გუგული მაღრაძე - ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის; ასევე ლევან გაჩეჩილაძე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი.

”მოვუწოდებთ ქართველ ხალხს 9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე ერთადერთი მოთხოვნით - მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომა,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში”.

საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებას უცნობია შეუერთდება თუ არა ალიანსი საქართველოსთვის. ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 23 თებერვალს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნისათვის 10-დღიანი ვადა მისცა მიხეილ სააკაშვილს. ამ ულტიმატუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ალიანსი აპირებს თავისივე ძალებით წამოიწყოს საერთო სახალხო პლებისციტი.

”არსებობს ალასანიას გეგმა, არსებობს ბურჯანაძის გეგმა 9 აპრილთან დაკავშირებით,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”ეს ორი პარალელური პროცესია, მაგრამ ჩვენ სხვის გეგმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ... ნებისმიერი ფორმა პროტესტის, რომელიც არის მშვიდობიანი და არ გულისხმობს რაიმე ტიპის ძალადობას ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები”.

”ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ სააკაშვილმა 5 მარტამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ,” -განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”შემდგომ მოქმედებებზე უფრო დეტალურად 5 მარტს მოგახსენებთ”.

ეროვნული ფორუმი აცხადებს, რომ აქციების დაწყებამდე საჭიროა სამოქმედო გეგმის შემუშავება. 

”სამოქმედო გეგმის არქონის შემთხვევაში, აქცია შედეგს ვერ გამოიტანს და ხალხის დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, რაც ერთიანად დააზარალებს როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ისე საზოგადოებას,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ, ”ასეთ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 9 აპრილის აქციის ინიციატორთა პოზიციას მოსახლეობის მობილიზაციის, აქციის მომზადების, მისი მართვის, 9,10, 11 აპრილს სააკაშვილის არგადადგომის შემთხვევაში ოპოზიციის მოქმედების ტაქტიკის შემუშავებას”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
3