Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რვა პარტია საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად ქცევის წესებზე შეთანხმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 თებ.'09 / 18:58

დღეს რვა პარტიამ ხელი მოაწერა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ძალისხმევით შემუშავებულ ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების მიზნით სამუშაო პროცესს განსაზღვრავს. 

ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს საპარლამენტო პარტიებმა: ნაციონალურმა მოძრაობამ, ქრისტიან-დემოკრატებმა, დემოკრატიულმა პარტიამ, ჩვენ თვითონ, ქართულმა დასმა, ლეიბორისტებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა; და ასევე არასაპარლამენტო პარტია მრეწველებმა.

აღნიშნული პარტიები მიიღებენ იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას, რომელიც საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე იმუშავებს. ამასთან, ორი კვირის განმავლობაში ნებისმიერ პარტიას შეუძლია შეუერთდეს ქცევის კოდექსს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ორი თვის წინ გამოვიდა საარჩევნო კოდექსის რეფორმირებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით,  ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას ამ პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"საარჩევნო კოდექსის შეცვლა არის გრძელვადიანი სამუშაო პროცესი, რაც ასახულია წარმოდგენილ ქცევის კოდექსში და იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ კონიუნქტურას,”- განაცხადა ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით წარიმართება.

ქცევის კოდექსის თანახმად, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საარჩევნო კოდექსზე ყველა დისკუსია უნდა გაიმართოს კონსტრუქციულად და კონსენსუსის მიღწევის მიზნით; პროცესი მედიისთვის დახურული იქნება, ხოლო სხდომის დროს გაკეთებული ყველა კომენტარი კონფიდენციალური; ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება მხარდაჭერილი უნდა იქნეს არა მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის, არამედ რეფორმის იმპლემენტაცის დროსაც; ასევე პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა აარიდონ ნებისმიერი ფორმის მუქარას. ამასთან, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ყველა მონაწილე სუბიექტის წარმომადგენელი უნდა დაესწროს და გამოხატოს პარტიის ოფიციალური პოზიცია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
63