Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთში რუსული ბაზები 49 წლით განთავსდება - ბაღაფში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 მარ.'09 / 13:55

აფხაზეთში რუსული ბაზები 49 წლით განთავსდება სამხედრო სფეროში იმ შეთანხმების თანახმად, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის უახლოეს ხანებში გაფორმდება, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.

”შეთანხმებაზე მუშაობას მთავრდება,”- იუწყება ”ინტერფაქსი” 6 მარტს მის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ეს დოკუმენტი ითვალისწინებს რუსული სამხედრო ბაზის 49 წლით განთავსებას  გუდაუთის რაიონში”.

გუდაუთაში ნავარაუდევია საჰაერო ძალების ბაზის შექმნა ბომბორას აეროდრომზე, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ხოლო ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ძალების კუთვნილი გემების ბაზირება.

რუსული სამხედრო ბაზების განთავსების გეგმები უკვე გააკრიტიკეს ნატოს, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლებმა.

”ინტერფაქსი” ნატოში რუსეთის ელჩის დიმიტრი როგოზინის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ რუსეთმა შესაძლოა გადახედოს ბაზების განთავსების საკითხს, თუ საქართველო უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. ორივე რეგიონში რუსულ ბაზებზე 7 600 სამხედრო მოსამსახურე იმსახურებს. 

იმავდროულად, აფხაზეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთთან ასევე გაფორმდება შეთანხმება საზღვრის დაცვის სფეროში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15