Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ძლიერი არმიის საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 მარ.'09 / 10:44

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 15 მარტს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ აქვს გარდა იმისა, რომ ჰყავდეს ძლიერი არმია.

”ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი მზადყოფნის სრულყოფა; ჩვენ შევიძინეთ და კიდევ შევიძნეთ ახალ ტექნიკას, გავაუმჯობესებთ სწვალებას და საყოფაცხოვრებო პირობებს [სამხედროებისთვის],” - განაცხადა მან ქართველ არტილერისტებთან შეხვედრაზე.

”საქართველომ ყოველთვის უნდა იზრუნოს მის თავდაცვისუნარიანობაზე და მისი არმიის სიძლიერეზე - ამას ალტერნატივა არ გააჩნია იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებული რჩება,”- განაცხადა მან.

პრეზიდენტმა 67 ქართველი არტილერისტი მედლებით დააჯილოდოვა აგვისტოს ომის დროს გაწეული სამსახურის გამო. მისი თქმით, ომის დროს ქართული არტილერიის ქმედებებში არც ერთი წარუმატებლობა არ ყოფილა.

”თქვენ რომ არა და რომ არა ის რამდენიმე დღე, რომელიც თქვენ მოიგეთ, საქართველოს დედაქალაქი და მთელი ქვეყანა დაუცველი დარჩებოდა,” - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთმა მთლიანად გადახედა თავის სამხედრო დოქტრინას, სწორედ საქართველოს არტილერიის კარგი მუშაობის და აგრესორებს შორის დიდი მსხვერპლის შედეგია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა დევი ჭანკოტაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს ახლა მეტი საარტილერიო ძალები ჰყავს, ვიდრე აგვისტოს კონფლიქტის დაწყებისას. ჭანკოტაძე, რომელიც მანამდე საქართველოს სახმელეთი ძალების საარტილერიო ბრიგადის სარდალი იყო, მარტის დასაწყისში გახდა გაერთიანებული შტაბის მეთაური.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26