Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ორი პარტია საპარლამენტო სისტემაზე გადასვლაზე მსჯელობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მარ.'09 / 18:49

ორმა პოლიტიკოსმა - ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და ტრადიციონალისტების ლიდერმა აკაკი ასათიანმა 20 მარტს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის საკითხის ყოვლისმომცველი განხილვებისკენ მოუწოდეს. 

”პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ის და მისი გუნდი ვეღარ შეძლებენ ქვეყნის მართვას იმ ფორმით, როგორც ისინი ბოლო წლების მანძილზე აკეთებდნენ; ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ არსებული სისტემის შეცვლა,” - განაცხადა თარგამაძემ, ”ჩვენ, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ძალა, მზად ვართ ვეძებოთ ამ საკითხის განხილვის გზები, მათ შორის ხელისუფლებასთან”.

”მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ფართო ჯგუფები უნდა ჩაერთონ კომპრომისის ძებნაში და ამ თვალსაზრისით, ეროვნული ყრილობის ფორმატი, ვფიქრობ, არის სრულიად მისაღები და აუცილებელი საქართველოში პოლიტიკური პროცესების პოლიტიკური გზით წარსამართავად,” - დასძინა მან.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემური ცვლილება, კონსტიტუციური ცვლილება არის შანსი და ეს არ უნდა გასცდეს 2009 წლის გაზაფხულს - საუბარი არ არის 2013 წელზე [როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება],” - განაცხადა აკაკი ასათიანმა, ”და [ვადამდელი] არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ ახალი სისტემით”.

ასათიანმა ასევე განაცხადა, რომ იგი ავსტრიის მოდელს უჭერს მხარს, სადაც ფედერალურ პრეზიდენტს და საკანონმდებლო ორგანოს პირდაპირ ირჩევენ და ეს წარმოადგენს გარკვეული ტიპის კომბინაციას საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემებისა, სადაც მთავრობას მეტი უფლებამოსილება  აქვს, ვიდრე პრეზიდენტს.

ეს განცხადება წინ უსწრებს ოპოზიციის ერთი ჯგუფის მიერ 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დაწყებას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. მაშინ როდესაც აკაკი ასათიანის პარტიამ განაცხადა, რომ აპირებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, გიორგი თარგამაძის ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ თავი შეიკავა ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ თავად წინადადება პოლიტიკური განხილვების და დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით პოზიტიურია.  

”საქართველო დღეს უამრავი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და პოლიტიკოსები უნდა გაუმკლავდნენ ამ მიდგომებს დიალოგის და კომპრომისის გზით,” - განაცხადა მან. ”ყველა დანარჩენი - რადიკალური კონფრონტაცია, ექსტრემიზმი - მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ ველაპარაკოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას - და დღეს ჩვენ ვიხილეთ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტია, რომელიც წინადადებით გამოდის”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18