Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2008 წელს 1.29 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მარ.'09 / 19:28

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2007 წელს არსებული 2.014 მილიარდი აშშ დოლარიდან 1.293 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა 2008 წელს, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ”წინასწარი მონაცემების” თანახმად.

გასულ წელს საქართველოს მთავარი ინვესტორი არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყო, რომლის ინვესტიციამაც 237 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; მას მოყვა თურქეთი - 165 მილიონი აშშ დოლარით; ნიდერლანდები - 145.7 მილიონი აშშ დოლარით; აშშ - 116.3 მილიონი აშშ დოლარით; გაერთიანებული სამეფო - 111.8 მილიონი აშშ დოლარით.

სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს 144.2 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო საქართველოში ვირჯინიის კუნძულებზე განთავსებული ოფშორული კომპანიების მიერ.   

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი მიმღები სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სექტორი იყო, რომელმაც საერთო ჯამში 364 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, იმავე ”წინასწარი მონაცემებით”. 253 მილიონი აშშ დოლარი ენერგო სექტორში ჩაიდო, ხოლო 202 მილიონი უძრავი ქონების ბიზნესში; 159 მილიონი - სამრეწველო სექტორში და 79.5 მილიონი - სამშენებლო სექტორში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33