Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გმობს დვანის ინციდენტს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 მარ.'09 / 11:39

შსს-ის  მიერ გავრცელებული კადრი, რომელზეც აფეთქების შედეგად დაზიანებული პოლიციის ”პიკაპი” ჩანს.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხარალამპოს ხრისტოპულოსმა მკაცრად დაგმო 29 მარტს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთით მდებარე სოფელ დვანში მომხდარი აფეთქებები, რომლის დროსაც ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაშავდა.   

”ამგვარი ინციდენტები კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ისედაც მყიფე გარემოში,” - განაცხადა მან, ”საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს გამოძიებას, მაგრამ ნაკლებად საეჭვოა, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა”.    

მან ასევე განაცხადა, რომ ინციდენტმა ხაზი გაუსვა ჟენევაში შეთანხმებული ინციდენტების აღკვეთის და მათზე რეაგირების მექანიზმების განხორციელების საჭიროებას.

”ისინი ასევე ხაზს უსვამენ ეუთოს სამხედრო დამკვრვებლების რეგიონში ყოფნის მნიშვნელობას, რომელთაც შეუძლიათ აკონტროლონ ეს ინციდენტები და სანდო ინფორმაცია გააკეთონ მათზე,” - დასძინა მან.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქარელის რაიონის სოფელ დვანთან  პატრულირებისას,  მიმართულებით ნაღმზე  აფეთქდა პოლიციის ”პიკაპის” ტიპის ავტომანქანა, პოლიციელი ბადრი ჯიოშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. აფეთქებიდან ცოტა ხანში ორი პოლიციელი გაიგზავნა შემთხვევის ადგილას დახმარების აღმოსაჩენად. მათი მისვლის შემდეგ ამოქმედდა ასევე მიმართულებითი ნაღმი და დაიჭრა ადგილზე მისული ორივე პოლიციის თანამშრომელი.

ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის ჰანსიორგ ჰაბერის თქმით, პირველადი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პირველი აფეთქება გამოიწვია გაბმულმა მავრთულმა. 

”ამრიგად, თავდამსხმელების მიერ პოტენციური მსხვერპლის გამორჩევა არ მომხდარა და სამიზნე შესაძლოა ნებისმიერ მანქანა ყოფილიყო,” - განაცხადა მან, ”შემზარავია ის ფაქტი, რომ მეორე აფეთქება მიზანმიმართულად განხორციელდა იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც პირველი მანქანის საშველად მიდიოდნენ”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25