Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივები ვითარების განსამუხტავად
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მარ.'09 / 16:13

9 აპრილის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით საპარლამენტო უმცირესობის ერთი ნაწილი რეფერენდუმის დანიშვნისკენ, მეორე ნაწილი კი საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

დღეს დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობიდან გიორგი ცაგარეიშვილი ვადამდელი საპრეზიდენტოს არჩევნების მოთხოვნით რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ხელისუფლებამ 5 მარტამდე ერთხელ უკვე არ დააკმაყოფილა ალიანსი საქართველოსთვის ანალოგიური ულტიმატუმი.

”სიტუაციის განსამუხტავად, საზოგადოებრივი კომპრომისის მისაღწევად და საზოგადოებრივი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არაუგვიანეს 2009 წლის 1 ივნისისა უნდა მოხდეს რეფერენდუმის დანიშვნა კონკრეტულ საკითხზე კითხვით  - გსურთ თუ არა, რომ საქართველოში ჩატარდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები არაუგვიანეს 2010 წლის პირველი იანვრისა?”- განაცხადა ცაგარეიშვილმა, ფრაქცია ძლიერი საქართველოს წევრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან მოუწოდა როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ისე უმრავლესობას მხარი დაუჭირონ მის იდეას ხელმოწერების გზით. რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის დასაყენებლად 30 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, რასაც 20 დღის განმავლობაში კენჭისყრით პარლამენტის უმრავლესობა უნდა დაეთანხმოს.

კანონმდებლობით, რეფერენდუმის ინიცირება შეუძლია პრეზიდენტს, პარლამენტს და 200 ათას მოქალაქეს, თუმცა სამივე შემთხვევაში რეფერენდუმს პრეზიდენტი ნიშნავს.

იმავდროულად, საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა ფრაქციამ ქრისტიან-დემოკრატებმა 9 აპრილის აქციაზე კონფრონტაციის და ”პოლიტიკური კატასტროფის” თავიდან ასაცილებლად დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

”მივმართავთ ყველა ავტორიტეტულ ინსტიტუტს: საერთაშორისო საზოგადოებას, ექსპერტთა ჯგუფებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ეკლესიას, რომ შეასრულონ მედიატორის მისია და თავიდან ააცილონ საქართველოს ქაოსი და ძალადობა,”- ნათქვამია ქრისტიან-დემოკრატების განცხადებაში.

ქრისტიან-დემოკრატები ვითარებიდან გამოსავალს ხედავენ საკონსტიტუციო ცვლილებაზე დიალოგის დაწყებაში, რომელიც ”შეუძლებელს გახდის ერთი ადამიანის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას, უზრუნველყოფს ხანგრძლივ მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას სახელმწიფოში”.

უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ეს ინიციატივა 30 მარტს პარლამენტში მიწვეულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

მან ასევე წარმოადგინა ის საფრთხეები, რაც უშუალოდ უკავშირდება 9 აპრილის აქციას, რომელსაც 13 ოპოზიციური პარტია უწევს ორგანიზებას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. 

ასეთ საფრთხეებად თარგამაძე ასახელებს: რადიკალურად განწყობილი მომიტინგეების შესაძლო უკონტროლობას; მიტინგზე საპროტესტო ტემპერატურის აწევით ორგანიზატორების აგრესიული ჯგუფების ”მძევლებად” შესაძლო გადაქცევას;  ხელისუფლების მიერ ვითარების პროვოცირებას და კონფრონტაციის ხელოვნურ შექმნას შემდგომში ძალის გამოყენების ლეგიტიმაციისათვის; და ბოლოს რუსული ფაქტორის მეშვეობით სიტუაციის პროვოცირებას  - შესაძლო ესკალაციას კონფლიქტის ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15