Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უგულავა მერების პირდაპირი წესით არჩევის საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 აპრ.'09 / 14:01

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება შესაძლოა დათანხმდეს მერის პირდაპირ არჩევაზე, როგორც კომპრომისულ წინადადებაზე.

არსებული კანონმდებლობით, თბილისის მერს საკრებულო ირჩევს და არა პირდაპირ ამომრჩევლები. სამი წლის წინ, ადგილობრივი არჩევნების წინ, ოპოზიცია მერის პირდაპირ არჩევას ითხოვდა, თუმცა მაშინ ხელისუფლებამ მათი წინადადება არ დააკმაყოფილა.

”პირადად მე მხარს ვუჭერ პირდაპირი არჩევნების ჩატარებას,” - განაცხადა გიგი უგულავამ 3 აპრილს ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია” საუბრისას. მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია 2010 წელს დაინიშნოს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები გაზაფხულზე, ნაცვლად შემოდგომისა.

მან ასევე დასძინა, რომ ხელისუფლებაში ამ საკითხზე ერთიანი შეხედულება არ არსებობს, თუმცა მისი თქმით, იგი ეცდება დაარწმუნოს სხვები მერის პირდაპირი არჩევის საჭიროებაში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ის არსებულ მოდელს უჭერს მხარს და არა მერის პირდაპირი წესით არჩევას.

ამ განცხადებებს წინ უძღოდა პრესის ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება რამდენიმე კომპრომისულ წინადადებას განიხილავს, მათ შორის თბილისის მერად ოპოზიციური კანდიდატის დასახელებას  არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. ამ ვარაუდების საპასუხოდ, რამოდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს წინადადება ვერ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას.      
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14