Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალიანსი საქართველოსთვის დაგეგმილი აქციების წინ ფრთხილობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 აპრ.'09 / 14:38

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციები დაეხმარება ხელისუფლებასთან დიალოგს, ”რომელიც ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებამდე მიგვიყვანს”.

გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 6 აპრილს გამოქვეყნდა, მან განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ წინა კვირას შემოთავაზებული წინადადებები, ”არაგულწრფელი და შექმნილი პოლიტიკური რეალობის არაადეკვატურია”.

”აქციებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებისგან გლობალურ ფინანსურ კრიზისსა და უმუშევრობასთან ერთობლივი ბრძოლის შემოთავაზება უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას. ცინიკურია, როდესაც ოპოზიციასთან მომლაპარაკებლად სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი ინიშნება. ამიტომაც არც აღგვიქვამს ეს წინადადება სერიოზულად. თუმც აქვე ვიტყვი, რომ დიალოგია ერთადერთი გამოსავალი,” - განაცხადა ალასანიამ.

რეგიონებში 9 აპრილამდე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართული კამპანიის დროს, ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლები სიფრთხილეს იჩენენ ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ კი ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

”9 აპრილი ძალიან მნიშვნელოვან დღედ მიგვაჩნია. მიგვაჩნია, რომ ყველა, ვისაც ქვეყნის განვითარება სურს, უნდა შეუერთდეს აქციას,” - განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 3 აპრილს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქშოუში ”პოზიცია” საუბრისას.

”ჩვენი პოზიცია ისეთია, რომ აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი და შედეგზე ორიენტირებული... ჩვენ უნდა მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს ამ აქციებიდან და ამ საკითხზე ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციებს ვმართავთ,” - განაგრძო მან.

”ჩვენ ვაცნობებთ საზოგადოებას ჩვენი მონაწილეობის დონის შესახებ, როდესაც 9 აპრილის შესახებ კონკრეტული სქემა და მისი განვითარების შემდგომი სცენარი გაირკვევა,” - დასძინა მან.

ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან განუცხადა გაზეთ ”რეზონანსს” 4 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომ მისი აზრით, ”შეცდომაა”, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა 9 აპრილი წარმოაჩინეს, როგორც აპოკალიფსური და საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მოვლენა.

მისი თქმით, 9 აპრილი უნდა ყოფილიყო ”ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე პროტესტის ნაწილი ამ ბრძოლაში” და არა ისე, რომ ”აი, 9-ში ვიკრიბებით და მერე აღარსად მივდივართ”.

”ჩვენ სხვანაირად წარმოგვედგინა, სხვანაირ გეგმებს ვთავაზობდით 9 აპრილის საორგანიზაციო ჯგუფს. დღემდე მიმდინარეობს ეს შეთავაზებები. ირაკლი ალასანია ყოველმხრივ ცდილობს, პროცესი ცოტა უფრო გონივრული გავხადოთ და შესაბამისად - საზოგადოებისთვის შედეგიანი,” - იტყობინება ”რეზონანსი” ჩიხრაძის სიტყვებზე დაყრდნობით, ”როცა მათ ვეუბნებოდით, რომ არ გამოგვეცხადებინა აპოკალიფსური დატვირთვით 9 აპრილი, ვგულისხმობდით იმასაც, რომ გვინდოდა თუ არა, ყველანი ვხდებოდით ამ თარიღის მძევალი”.

მისი თქმით, წარსულში ბევრჯერ ყოფილა ”ხალხმრავალ მიტინგზე მის ორგანიზატორებს არ სცოდნიათ, რა ნაბიჯი გადაედგათ იმ კონკრეტულ შემთხვევაში”.  მისი თქმით, არსებობს ასეთი ალბათობაც. ”და ასეთი ალბათობა, სამწუხაროდ, მერე აჩენს მოთხოვნილებას, რომ რაღაც ხელოვნურად მოიფიქრო - სიტუაციის გამწვავებისთვის,” - განაცხადა მან.

”მერე უკვე შენ თვითონ ხდები შენი მოქმედების მძევალი,” - განაგრძო მან, ”მერე, საღი განსჯისა და მოქმედების ნაცვლად, იძულებითი ნაბიჯების გადადგმა გიწევს... ჯერჯერობით ჩვენ ყველანი 9 აპრილის მძევლები ვართ”. ჩიხრაძემ ასევე განაცხადა, რომ ალიანსი არ არის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იმ მიზეზის გამო, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ არსებობს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ალიანსი იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას მოვლენებზე.

იმავდროულად, საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი აქციები დაკავშირებულია ”მოთმინებასა და გამძლეობასთან”.

”ჩვენ იქ იმდენი ხანი უნდა დავდგეთ, სანამ სააკაშვილი არ გადადგება... ეს იქნება ჩვენი ნების მშვიდობიანი გამოხატულება და ნუ მოუსმენთ, თუ ვინმე მოგიწოდებთ [მთავრობის ან პარლამენტის] შენობის აღებისკენ; ის, ვინც ასეთი ქმედებისკენ მოუწოდებს, პროვოკატორი იქნება,” - განუცხადა მან რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს 6 აპრილს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი, ვინც მოუწოდებენ აქციის დაშლისკენ რაიმე მიზეზების გამო, ხელისუფლების თანამზრახველებად ჩაითვლებიან.  

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14