Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ქართულ ოპოზიციას რუსი ოლიგარქები აფინანსებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 აპრ.'09 / 18:51

Newsweek-თან ინტერვიუში, რომელიც 11 აპრილს გამოქვეყნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს ოპოზიციის დაფინანსების წყაროებზე, მის ამერიკელ მეგობრებზე, მის პოზიციაზე აშშ-სთან დაკავშირებით ბუშის და ობამას ადმინისტრაციების პირობებში და დასავლეთის გამო იმედგაცრუებაზე, რომელმაც შეაჩერა საქართველოსთან ურთიერთობები ქუჩის საპროტესტო აქციების შედეგის მოლოდინში.

კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს საქართველოს ოპოზიციას, სააკაშვილმა უპასუხა: ”ფულის უმეტესობა - მილიონობით აშშ დოლარი - რუსი ოლიგარქებისგან მოდის. მე ამის დოკუმენტური საბუთი გამაჩნია, რომელსაც ჯერ არ ვაქვეყნებ. მოდის თუ არა ეს ფული რუსეთის მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ, ეს არ ვიცი.”

სააკაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ”ალბათ ბედნიერი იქნება მე რომ თანამდებობა დავტოვო”. სააკაშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი მოიწონებენ საქართველოზე ხელახლა თავდასხმის იდეას, თუმცა იქვე დასძინა: ”შემიძლია ვივარაუდო, რომ ზოგიერთი სამხედრო მაღალჩინოსანი რუსეთში დღესაც ფიქრობს საქართველოზე თავდასხმის შესახებ, რათა შემდეგ განაცხადონ, რომ მე შევიჭერი რუსეთში, რათა ყურადღება გადამეტანა ოპოზიციიდან”.

მისი თქმით, რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 5 000 სამხედრო ჰყავს თითეულში.

კითხვაზე, თუ ვინ არის მისი მხარდამჭერი აშშ-ში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ”საკმაოდ ცოტა კარგი კონტაქტები აქვს”; მან აღნიშნა, რომ ჯონ მაკკეინი მისი ”საუკეთესო მეგობარია” და დასძინა, რომ იგი სავარაუდოდ ერთ კვირაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

”მე კარგი ურთიერთობა მაქვს ჰილარი კლინტონთან, ჯოზეფ ბაიდენთან და განსაკუთრებით რიჩარდ ჰოლბრუკთან - ის ჩემი მასწავლებელია. მისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”მე ვაიდეალებდი ამერიკას ბუშის დროს, როდესაც იდეები პრაგმატული პოლიტიკის მაღლა იდგა. ახლა ახალი დროა, როდესაც პრაგმატული პოლიტიკა იდეებზე მაღლა დგას. ამან შესაძლოა გააფუჭოს ამერიკა, მე ვიცი,” - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ როდის შეცვლიდა ის თავის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას შეძლებოდა რამის შეცვლა.

”იმ ღირებულებებს, რომელთაც ჩვენ ვაფასებთ, რუსეთში არ ცნობენ. კომპრომისზე უნდა წავსულიყავი? რომ წავსულიყავი, ჩვენ ვიქნებოდით როგორც ყირგიზეთი, და დავკარგავდით ჩვენ დემოკრატიულ ღირებულებებს, ან ისეთი ღარიბი როგორც სომხეთი, რომლის ეკონომიკაც მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე,” - განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ მას არ სწყინს კრიტიკა საქართველოში. ”მე მესმის ეს ორი ოპოზიციური სატელევიზიო არხიდან [მაესტროდან და კავკასიიდან] მთელი დღის განმავლობაში,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”არ მეგონა, რომ დასავლეთი შეაჩერებდა ჩვენთან ურთიერთობაბს ამ რევოლუციის მოლოდინში. საფრანგეთის ოფიციალურმა დელეგაციამ გადაწყვიტა ვიზიტის გადადება. თურქულმა კომპანიამ დაგეგმილი კონტრაქტის ხელმოწერა 9 აპრილის შემდეგ გადადო, ხოლო არაბულმა კომპანიამ 12 აპრილამდე. რა ჭირს ამ ხალხს? ჩვენ რა, აღარ მივდივართ პარიზში და სტრასბურგში, როდესაც იქ საპროტესტო აქციები ტარდება?” - დასძინა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28