Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქრისტიან-დემოკრატები დიალოგის ახალი ინციატივით გამოდიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 აპრ.'09 / 16:01

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას და არასაპარლამენტო ოპოზიციას 7-პუნქტიან გეგმას თავაზობს, რომელიც, მისი თქმით, დიალოგის უზრუნველყოფის წინაპირობად უნდა იქცეს.

შვიდპუნქტიანი გეგმა ეხება სასამართლო სისტემას, საარჩევნო კომისიას, მედიას და სამართალდამცავ სტრუქტურებს, კერძოდ: 

  • გადაგდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
  • გადადგეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
  • ტელეკომპანია იმედი დაუბრუნდეს კანონიერ მეპატრონეს;
  • გაიცეს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია ტელეკომპანია მაესტროსათვის; 
  • მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თვითდათხოვნა;
  • ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსის წესით შეირჩეს დამოუკიდებელ ექსპერტთაგან დაკომპლექტებული 5-კაციანი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მეურვეობას გაუწევს ტელეკომპანიების: იმედის, რუსათავი 2–ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მოვლენების ობიექტურ, სამართლიან და მიუკერძოებელ გაშუქებას;
  • ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსის გზით შეირჩეს ძალოვანი სტრუქტურების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც საპროტესტო აქციების დროს განიხილავს პოლიციის წინაღმდეგ შესულ ყოველ საჩივარს, რაც დაკავშირებულია გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან საქართველოში.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”პოლიტიკური კრიზისი შედის ჩიხში”  და ”დაძაბულობის განმუხტვის თითქმის არანაირ გზას საზოგადოება ვერ ხედავს”.

”ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა შეიქმნას რეალური წინაპირობები დიალოგის წარმოებისთვის თვით ყველაზე რადიკალური ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებთან,” - განაცხადა თარგამაძემ.

ქრისტიან-დემოკრატები 9 აპრილის შემდეგ შედარებით ნაკლებ აქტიურობას იჩენენ. თუმცა აქციებამდე პარტია მოუწოდებდა ოპოზიციურ პარტიებს უარი ეთქვათ რადიკალურ პოზიციაზე და ამის სანაცვლოდ ხელისუფლებასთან დიალოგი გაემართათ ზომიერი მოთხოვნებით. მათი თქმით, ამგვარი ტაქტიკა უფრო შედეგიანი იქნებოდა.

მარტის დასაწყისში თარგამაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ საქართველოში არ არის არც საჭიროება, არც საჭირო რესურსები ახალი რევოლუციისთვის.

”ჩვენც მიგვაჩნია, რომ სააკაშვილია პრობლემის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ჩვენი  ტაქტიკა რადიკალური ოპოზიციისგან იმით განსხვავდება, რომ ამოცანათა ჩამონათვალში სააკაშვილის წასვლა პირველი არ გვაქვს დაყენებული,” - განაცხადა თარგამაძემ მარტში, ”ეს იქნება ობიექტური და გარდაუვალი შედეგი იმ ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს”.

თუმცა აპრილის აქციების ორგანიზატორმა პოლიტიკოსებმა უარყვეს თარგამაძის შეთავაზება, როგორც დაგვიანებული და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომის თაობაზე არ შეიცვლება. დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიტინგზე გამოსვლისას, თარგამაძის ინიციატივას დაგვიანებული უწოდა. 

”დღეს გახმოვანდა ეს ინიციატივები, რომლების უნდა გახმოვანებულიყო რამდენიმე თვის წინ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მაშინ რომ ყველაფერი მიეშვა თავის დინებაზე... ახლა როდესაც დაინახა, რომ ხალხი ვართ ერთიანი, ჩვენ ოპოზიციაში ვართ ერთიანი... დაიწყეს ფიქრი იმაზე როგორც გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან,”- განაცხადა მან, ”ამ ქვეყნის პრობლემა ნამდვილად არ არის არც კუბლაშვილი და არც თარხნიშვილი. ჩვენ ცვლილება პრეზიდენტიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტთ აქციებს მანამ, სანამ არ გადადგება პრეზიდენტი”. 

საქართველო გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მიტინგზე განაცხადა: ”თარგამაძე არის ის პარტია, რომელიც შექმნილი იქნა მიშას მიერ, როცა დასჭირდა შიგნით ოპოზიცია პარლამენტში  და სხვა არ ჰყავდა, დაფინანსებული მერაბიშვილის მიერ, როცა მათ დასჭირდათ მართული ოპოზიცია და დღეს ეს ბატონი თარგამაძე ცდილობს მოსახლეობაში შეიქმნას რაღაცა ეჭვი რაღაც დიალოგზე”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5