Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციის აქტივისტებს თავს ესხმიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 აპრ.'09 / 11:31

გასულ ღამეს პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად უცნობმა პირებმა ოპოზიციის სამ აქტივისტზე თავდასხმა განახორციელეს და სცემეს. ქართული ტელეკომპანიების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

იმავდროულად, მომღერალმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბ მანჯავიძემ განაცხადა, რომ ასევე გასულ ღამეს რუსთაველის გამზირის სიახლოვეს მას და მის ორ ძმას თავს დაესხნენ ნიღბიანები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინფორმაცია ოპოზიციის მხარდამჭერებზე განხორციელებული თავდასხმების ცალკეული ფაქტების შესახებ საპროტესტო აქციების დაწყების პირველი დღიდანვე ვრცელდება. ამ შემთხვევებს ანალოგიური ხელწერა აქვთ, რომლის დროსაც ადამიანების ჯგუფი თავს ესხმის ოპოზიციის აქტივისტებს, ძირითადად ღამით და არა პირდაპირ დემონსტრაციის ადგილებში, არამედ მიმდებარე ქუჩებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის სწავლობს ამ ტიპის თითოეულ განცხადებას. სამინისტროს თქმით, ზოგიერთი ეს ინფორმაცია არ დადასტურდა და მიმდინარეობს სხვა შემთხვევების გამოძიება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა 13 აპრილს, რომ სულ ცოტა ერთ შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა თავდასხმის ადგილის სიახლოვეს, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. ”ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს დემონსტრაციების მონაწილეთა უსაფრთხოება; აღკვეთოს ძალადობის შემთხვევები; დაუყოვნებლივ გამოიძიოს უფლებათა დარღვევის თითოეული ფაქტი და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს კანონით მათზე დაკისრებული მოვალოებების განხორციელების დროს,” - განაცხადა საიამ.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31