Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი - ”საკნების ქალაქი”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 აპრ.'09 / 17:29


ვიდეო: Civil.Ge

ოპოზიციის ლიდერებმა 21 აპრილს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განუცხადეს მომიტინგეებს, რომ ისინი უკან არ დაიხევენ თავიანთ მოთხოვნაში გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი.  

ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ დღეს და ხვალ პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის და საკრებულოს შენობის წინ ოპოზიცია იმპროვიზირებული საკნების დადგმას გეგმავს.

დღეს ჩვენ დაწყებული თავისუფლების მოედნიდან დამთავრებული ამ ადგილამდე ვიწყებთ რუსთაველის გამზირზე საკნების ქალაქის მშენებლობას და ეს ქალაქი იქნება მანამდე, სანამ არ წავა მიხეილ სააკაშვილი,”- განუცხადა პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეებს ლევან გაჩეჩილაძემ, ”დღესვე საკნებით შემოერტყმება წრე პარლამენტს და ხვალე საკნები ქალაქი შემოარტყამს წრეს კანცელარიას. ზეგიდან ჩვენ დავიწყებთ სხვა სახელმწიფო შენობების წინ  ”საკნების ქალაქის” მშენებლობას და ამას უკვე ხვალ გამოგიცხადებთ”.

გაჩეჩილაძის განცხადების ეს მონაკვეთი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გააშუქა. აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებენ სტუდია ”მაესტრო” და ტელეკომპანია ”კავკასია”.

იმპროვიზირებული საკნების დადგმის იდეა გიორგი გაჩეჩილაძეს - ”უცნობს” ეკუთვნის, რომელმაც 21 აპრილს ცოტა ხნით დატოვა საკანი და აქციაზე მომიტინგეებს მიმართა.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე სულ რამოდენიმე დღეში დამთავრდება ეს კოშმარი ქართველებისთვის და დაიწყება ყველაზე მაგარი ხანა, რომელსაც ასე საუკუნეების განმავლობაში ნატრულობს ქართველი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უბედურება ძალიან მალე ძალიან დიდ ბედნიერებად ექცევა ქართველ ხალხს,” - მიმართა გიორგი გაჩეჩილაძემ მომიტინგეებს.

”წინასწარმეტყველება გვეუბნება, რომ ანტიქრისტე აქ ვერ დაიდგამს სკამს... სწორედ ეს ბრძოლა არის გადამწყვეტი ისე როგორც არასდროს ქართველ ხალხს ისე ესაჭიროება ამ ბრძოლის წარმატებით დასრულდება - ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება,” - განაგრძო მან. ”მე დარწმუნებული ვარ, რომ ილიას მიერ გაგორებული ეს თავისუფლების ბორბალი დღესაც მიგორავს და მიგორდება ყველაზე ჩქარა იმ დანიშნულების ადგილას, სადაც ქვეყნის თავისუფლება და რაც მთავარია, სამართლიანობა ელოდება”. 

”საზოგადოებამ იტვირთა თავის თავზე, რომ თვითონ არის ხალხის დამცველი, თვითონ არის მკურნალი, ქალაქის და ქვეყნის დამსუფთავებელი და დამლაგებელი და თვითონ იქნება დამპატიმრებელი ამ საშინელი და ვიგინდარა ხელისუფლების”.

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი შემდეგო გამოსვლა დამთავრდება ამ ადამიანის დაპატიმრებით და გამოთრევით ყურით თავისი კაბინეტიდან,” - განაცხადა მან. ”იმაზე ვფიქრობ სად უნდა მიხვიდე, რომ დააპატიმრო ეს კაცი”.

თავისი გამოსვლის შემდეგ საკანში დაბრუნებამდე იგი წავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო რუსთაველის გამზირზე საკნების დადგმაში.

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა მანამდე მიტინგზე, რომ საჭიროა ”აქტიურ” კონსტიტუციურ  ქმედებებზე გადასვლა.

”ამ აქციასთან ერთად რუსთაველის გამზირიდან ჩვენი აქტიური ქმედებები უნდა განხორციელდეს ქალაქის სხვადასხვა უბანში, უნდა განხორციელდეს სახელისუფლებო შენობების წინ,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენ არა მარტო აქ დგომით, არამედ აქტიური ქმედებებით ვაიძულოთ ეს ხელისუფლება წავიდეს”.

”ეს აქტიური ქმედებები აუცილებელია, თუმცა ცხადია ჩვენ ყველანი ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, კონსტიტუციის ფარგლებში და ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. მე მზად ვარ თქვენთან ერთად ძალიან  აქტიური ნაბიჯებისთვის და ამ აქტიური ნაბიჯებით ჩვენ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, პარლამენტი ვერ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ”ჩვენ მას ხელს არ ვუშლიდით”. ”ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ და ყველა სახელმწიფო უწყება რეალურად მივა იქამდე, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იქ მომუშავე  ადამიანების გადმოვა თქვენს მხარეს,”- მიმართა მან მომიტინგეებს.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მომიტინგეებს განუცხადა, რომ ”უკან დახევა წარმოუდგენელია”.

”ბევრს ეგონა, რომ ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი ერთად დგომა შეუძლებელი იქნებოდა ერთ კვირაზე მეტ ხანს. ყველას ეგონა, რომ ჩვენი ერთსულოვნება და ჩვენი ერთი მიზნის გარშემო ერთ მუშტად შეკვრა იქნებოდა საწინდარი იმ წარმატების, რომელსაც ყველა დღეს  ველით,”- განაცხადა მან, ”დღეს დემონსტრირება გავუკეთეთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი მიზანი, რომ უკან დახევა წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველო იყოს უფრო ბედნიერი, იყო დემოკრატიული და საქართველოს ხელისუფლება ემსახურებოდეს საკუთარ ხალხს”.

ალასანიას განცხადებით, საპროტესტო მუხტი არათუ ჩაქრა საზოგადოებაში, არამედ ეს გადაეცემა რეგიონებსაც და ”მალე ყველანი ერთად, ერთ მუშტად შეკრული ვიზეიმებთ იმ წარმატებას, რომელსაც ყველანი, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ელოდება”.

”მათ, ჯერ კიდევ ვინც მერყეობს, მე მინდა მივმართო დროზე გააკეთოს არჩევანი, დადგეს ხალხის გვერდით და ეს საქართველო ჩვენ მარტო ჩვენთვის არ გვინდა... ამიტომ მათი სწორი არჩევანი, რაც დროზე გაკეთდება, ამ მიზანს ყველას ერთად უფრო მიგვაახლოვებს,”- განაცხადა მან.

ოპოზიციის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი აქტივისტები კამპანიას ახორციელებენ რეგიონებში მხარდამჭერთა მობილიზებისა და მომდევნო დღეებში მათ დედაქალაქში ჩამოსაყვანად.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11