Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის მოხსენება საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 აპრ.'09 / 18:53

საქართველომ მოახერხა წარმატებისთვის მიეღწია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში რამოდენიმე მიმართულებით, თუმცა ”ნაკლები პროგრესია” მიღწეული სხვა სფეროებში, მათ შორის მედიის თავისუფლებაში, ნათქვამია ევროკომისიის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებულ წლიურ მოხსენებაში.

მოხსენება ასახავს სხვადასხვა ქვეყნების მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 2008 წელს მიღწეულ წარმატებებს რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამს იმ სფეროებს, სადაც შემდგომი ქმედებებია საჭირო.

მოხსენებაში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მიუხედავად მთელი რიგი ”საგანგებო მოვლენებისა” 2008 წელს, აგვისტოს ომის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით, საქართველომ მაინც მიაღწია პროგრესს ”კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, პენიტენციალურ სისტემაში დაკავების ადგილებში პირობების გაუმჯობესების კუთხით და წამებისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ მცდელობების გააქტიურების კუთხით”.

”საქართველომ ნაკლებ პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ზოგიერთი სხვა მიზნის განხორციელებისას,” - ნათქვამია მოხსენებაში. ”კვლავ შეშფოთების საგანს წარმოადგენს მედიის თავისუფლება და პლურალიზმი. 2009 წლის მთავარ გამოწვევებად კვლავ რჩება პოლიტიკური რეფორმებისთვის ახალი იმპულსის შეძენა, ეკონომიკური გაჯანსაღება, დევნილებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი ეროვნული სტრატეგიის ეფექტური განხორციელება და ევროკავშირის მარეგულირებელ სისტემასთან უფრო თანმიმდევრული შესაბამისობა, ასევე სექტორული რეფორმების მხარდაჭერა”. 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20