Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის დიპლომატების განცხადება საპროტესტო აქციებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 აპრ.'09 / 19:39

საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ევროკომისიის წარმომადგენლობამ და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ 24 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი ”ყურადღებით ადევნებენ თვალყურს” საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და პოლიტიკურ პროცესებს.

”დღეს, 2009 წლის 24 აპრილს, როდესაც ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო მანიფესტაციებისა და ღონისძიებების მესამე კვირა დაიწყო, საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, ევროკომისიის წარმომადგენლობა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადასტურებენ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ყველა დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა,” - ნათქვამია განცხადებაში.

”ისინი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უზრუნველყვეს ამ უფლების მშვიდობიანად გამოყენება და ამ პროცესში დაწესებულებების ფუნქციონირებას და მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას მინიმალური დაბრკოლებები შეექმნა. ისინი კიდევ ერთხელ კვლავ მოუწოდებენ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან ქვეყნის კანონები და საზოგადოების მშვიდობიანი შეკრების წესები,” - ნათქვამია განცხადებაში.

”საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, ევროკომისიის წარმომადგენლობა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ყველა მხარეს ჩაერთოს სერიოზულ და კონსტრუქციულ დიალოგში, რომ გადაილახოს არსებული ჩიხური სიტუაცია და გატარდეს რეფორმები საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ისინი ადასტურებენ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ პოზიტიურ ნაბიჯებს ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად,” - დასძენს განცხადება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33