Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 აპრ.'09 / 19:50

დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ”სისხლი დაიღვაროს”.

”დღეს ლევან ყუბანეიშვილი, გახელაძე და ის ბანდა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში დაიღვაროს ძმათა სისხლი. ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით. ზუსტად ასევე იწყებოდა 90-იანი წლების სიტუაცია. ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით,”- განაცხადა მან მიტინგზე, ”თუ საქართველოში ძმათა სისხლი - ეს არ იქნება ძმათა სისხლი - ეს იქნება კრიმინალებისა და ქართველ ხალხს შორის პატარა სისხლის დაღვრა, თუ ეს გაკეთდა, აი ეს ხალხი იქნებიან ამის მაპროვოცირებლები”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ პრეტენზიები აქციების დაწყების პირველივე დღიდანვე ისმოდა ოპოზიციის მხრიდან და ეს კრიტიკა დაკავშირებული იყო არხის მიერ 16-საათიან გამოშვებაში აქციაზე დღის მთავარი განცხადების პირდაპირ ეთერში გადაცემასთან დაკავშირებულ შეფერხებებთან. თუმცა ეს რიტორიკა განსაკუთრებით 23 აპრილს გამწვავდა, როცა ოპოზიციამ არხის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის გადადგომა მოითხოვა.

”დღეს  გამომიგზავნა ინფორმაცია [ყუბანეიშვილმა], ესე რომ იქცევითო წუთნახევრიანი პირდაპირი ჩართვები დამთავრდაო, მორჩაო. მე ვუთხარი ჩვენთვის არის ცუდი? ეს შენთვის არის ცუდი ეგ რომ მორჩა. ის ხალხი საქართველოში ვეღარაფერს რომ ვეღარ შეხედავს, ყველა აქ დაიძრება. ამდენი ტვინი არ გაქვს შენ-თქო. ამიტომ ძალიან ჭკვიანურად, ძალიან გაწონასწორებულად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. დღეს და ხვალ მე ჩემს მეგობრებთან ერთად ამ საკითხზე კონკრეტულ განცხადებას გავაკეთებთ,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ მიტინგზე.

მან ასევე გააჟღერა, მისი თქმით, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებელი, ”ცივილური” იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი არხის ჟურნალისტებს ჩამოერთვას აქციების გაშუქების აკრედიტაცია.

”საერთოდ გაუუქმოთ ამ ხალხს  ჟურნალისტური აკრედიტაცია. იმიტომ რომ, რასაც ისინი აჩვენებენ იმას ჯობია არაფერი არ აჩვენონ რა, მართლა სერიოზულად ვიძახი, საქართველოსთვის სერიოზულად ვიძახი. იმიტომ, რომ სისხლისღვრის სუნი მცემს ამ ტელევიზიიდან უფრო, ვიდრე ”რუსთავი 2”-დან, მაგალითად,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ, თუმცა ეს იდეა ოპოზიციონერ ლიდერებთან შესათანხმებელია - ”რამდენად დამეთანხმებიან ამას კარგი გააზრება უნდა, გათვლა უნდა, წინდახედვა უნდა”.

მან ასევე არ დამალა პირადი აგრესია ლევან ყუბანეიშვილის მიმართ. ”მე ვერ მხვდება [ყუბანეიშვილი], ეშინია, იმიტომ იცის, რომ დავპირდი  სილას აგაწნი და მერე დაგელაპარაკები თქო... და  მართლა  ავაწნი საჯაროდ, სადაც არ გადავეყრები, სულ რომ 30 დღე ჩამსვან ამ სილის გამო. იმიტომ საქართველო ზის მთელი ცხოვრებით ციხეში”.

იმავდროულად, დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არხის მიმართ ”მუქარა და ზეწოლა” ბოლო დროს კიდევ უფრო გაიზარდა ”პოლიტიკური ოპოზიციის რადიკალური ფრთისგან”.  

”საზოგადოებრივი მაუწყებელი ადასტურებს, რომ ზეწოლის მიუხედავად, იმოქმედებს მხოლოდ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის შესაბამისად,”- ნათქვამია განცხადებაში. 

ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გოგა ხაინდრავას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს შორის 24 აპრილს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

”საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტებზე თავდასხმა, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი,” – ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13