Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი კობა კობალაძე დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 მაი.'09 / 14:41

ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი კობა კობალაძე დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს, სავარაუდოდ,  დაგეგმილ ”სამხედრო ამბოხთან” კავშირის გამო.

კობალაძის დაკავების კადრები ქართულმა ტელეკომპანიებმა გაუშვეს.

გენერალ-მაიორი კობალაძე ეროვნული გვარდიის სარდალი იყო და თანამდებობიდან 2004 წლის თებერვალში გადადგა. 

მისი გვარი ფიგურირებს იმ ექვს გენერალს შორის, რომელთა გვარებიც ნახსენებია შსს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერში. ამ ჩანაწერში, შსს-ის თქმით, საუბრობს სამხედრო ამბოხის მოწყობის ბრალდებით 4 მაისს დაკავებული გია ღვალაძე, 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური, რომელიც ახსენებს ექვსი გენერლის გვარს: ”კობა კობალაძე, ყარყარაშვილი, ფირცხალაიშვილი, თევზაძე, უჩაძე... და გია წკრიალაშვილი”, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, მისი თქმით, მცხეთაში იყვნენ შეკრებილები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ჩაშალა ”სრულმასშტაბიანი” სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც ”კოორდინირებული იყო რუსეთთან” და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ ტელეკომპანია ”იმედთან” სატელეფონო ინტერვიუში უარყო რაიმე კავშირი შესაძლო ამბოხთან. 

”ეს აბსურდია,”-თქვა მან სიცილით, ”არც შეხვედრებში მიმიღია მონაწილეობა და არც მაგ მასალის მჯერა”. 

”კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ. ავადმყოფების გონებაში ხდება რაღაც მითების შექმნა და მეცოდება ეს ქვეყანა,”- განუცხადა ”იმედს” თავდაცვის ასევე ყოფილმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27