Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შეირაღებული ძალების მაღალჩინოსანს სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებაში ედება ბრალი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მაი.'09 / 14:00

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის ( J-7) ხელმძღვანელს ირაკლი ბატკუაშვილს ბრალი სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით წარუდგინეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილი - ”სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს” - ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ბატკუაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ბატკუაშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, განუცხადა Civil. Ge-ის მისმა ადვოკატმა ონისე მებონიამ და ასევე აღნიშნა, რომ მას არ მიეცა საშუალება გაცნობოდა საქმის მასალებს.   

ირაკლი ბატკუაშვილი 6 მაისს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა. ბატკუაშვილი აგვისტოს ომის დროს შეირაღებული ძალების სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის (J-5) ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2006 წლამდე ნატოში საქართველოს მისიაში სამხედრო ატაშედ მუშაობდა.

თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ უარი განაცხადა ამ საქმის გამოძიების დეტალებზე კომენტირებისაგან იმ მოტივით, რომ ეს მის კომპეტენციას სცილდება. მან 8 მაისს ”რუსთავი-2”-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში ”პოზიცია” საუბრისას, განაცხადა, რომ ეს მისთვის ძალიან შემაშფოთებელი საქმეა და დასძინა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ალბათ ბატკუაშვილის დაკავების მოტივებს ნათელი მოეფინება.

მის დაკავებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს ასევე ნატოში საქართველოს მისიის ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაია, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკვე შეუფარდეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. მისი საქმის ირგვლივ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროტესტო განცხადება გაავრცელეს.

ონისე მებონიამ, რომელიც თავდაპირველად მაისაიას ადვოკატიც იყო, თუმცა მოგვიანებით უარი თქვა მის დაცვაზე იმ მოტივით, რომ მას საქმის მასალების გაუხმაურებლობის გარანტიები მოსთხოვეს, განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ვერ გააკეთებს კომენტარს ამ ორ დაკავებას შორის შესაძლო კავშირის შესახებ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20