Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაჩეჩილაძე: ჩვენი მიზანია ერთიანობის შენარჩუნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მაი.'09 / 18:10

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 9 მაისს მოუწოდა პარლამენტის წინ შეკრებილ ათასობით მომიტინგეს ხელისუფლებასთან შეხვედრების ფონზე ეჭვი არ შეიტანონ განცხადებაში, რომელსაც ”ესა თუ ის ლიდერი აკეთებს”, რადგან ”მთავარი მიზანი არის ერთიანობის შენარჩუნება”.

”ნურავის ნუ დაუძახებთ ჯერ გაყიდულებს და გამყიდველებს,”- მიმართა მან აქციის მონაწილეებს, ”რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წავლენ ”პადოშიზაციის” გზაზე, ჩვენ პირველად მივაგებთ ჩვენ სათქმელს. გთხოვთ, სანამ ჩვენ კონკრეტულად ვინმეზე ან რამე პროცესზე არ გავაკეთებთ კონკრეტულ განცხადებას, ეჭვს ნუ შეიტანთ ამა თუ იმ მოწოდებაში, რომელსაც ესა თუ ის ლიდერი აკეთებს”.

მისი თქმით, შეხვედრების და მოლაპარაკებების პროცესი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ”უფრო მეტი სისხლი არ დაიღვაროს სააკაშვილის წასვლის შემთხვევაში”.

”ჩვენი აქციების პარალელურ რეჟიმში უნდა მიდიოდეს ასეთი შეხვედრები და სააკაშვილის დარწმუნება, რომ სხვა შემთხვევაში მაინც იქნება ბრძოლა,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”საქართველოში სააკაშვილის რეპრესიული მანქანა ერთხელ და სამუდამოდ თუ არ დამთავრდება მშვიდობიანად, ეს დამთავრდება ძალით და შეჯახებებით, მაგრამ ამის პროვოცირებას ჩვენ არ გავაკეთებთ”.

”სამოქალაქო აქტი იყო, როდესაც ჩემი ძმა [გიორგი გაჩეჩილაძე] მგლების ხროვაში გადახტა და ნათელია, თუ კიდევ იქნება ეს მგლების ხროვა, კიდევ გადახტება და ჩვენც გადავხტებით... მაგრამ მთავარია აქ გამარჯვებული გამოვიდეს საქართველო,”- აღნიშნა მან. ”როცა სპეცნაზი ყვირის ”მიშას” და ხალხი ყვირის ”საქართველოს” ეს აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით”.

დღეს საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი თვე შესრულდა. მიტინგზე გამოსვლისას ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციების ”სიმწვავის და გეოგრაფიის” გაზრდას აპირებს.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მზადაა სააკაშვილთან შესახვედრად, მას არ სჯერა, რომ ასეთ შეხვედრაზე სააკაშვილი დათანხმდება. სანიკიძის თქმით, ოპოზიცია ერთიანია გადაწყვეტილებების მიღებისას, მიუხედავად ”აზრთა სხვადასხვაობებისა”.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა მომიტინგეებს, რომ ოპოზიცია ელოდება პასუხს, თუ ”როდის, სად შეგვხვდება სააკაშვილი”.

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა სააკაშვილთან უნდა შედგეს დღეს ან ხვალ.  

”მაგრამ მე არ მჯერა იმის, რომ ის შეხვდება საკუთარ ხალხს და რამეს დაუთმობს თავისი ნებით, მხოლოდ თქვენი ძალისხმევით შეიძლება ამის მიღწევა”- განუცხადა მან მომიტინგეებს, ”არცერთი ნაბიჯი უკან, ჩვენ მხოლოდ წინ მივდივართ. ჩვენ მოთხოვნას არ შეცვლით. ვერანაირი სხვა მოთხოვნა ვერ ჩაანაცვლეს სააკაშვილის გადადგომას”.

აქციის მონაწილეებს მიმართა ასევე ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და განაცხადა, რომ ”გზა ცვლილებებისკენ აუცილებლად იქნება წარმატებული”.

”გუშინდელი გადადგმული ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან თქვენთან შეთანხმებით იყო ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ნაბიჯი. ჩვენ წავედით მოლაპარაკებაზე და შეხვედრაზე იმიტომ, რომ ხალხის ნება კიდევ უფრო ნათლად მივიტანოთ ხელისუფლებამდე,”- განაცხადა მან, ”ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაპარაკიც შეგვიძლია მოწინააღმდეგესთან და ამ ლაპარაკში ჩვენ ჩვენ სიმართლეს დავუსაბუთებთ ყველას”.

მან ასევე განაცხადა, რომ პროტესტმა ორგანიზებული და მშვიდობიანი ხასიათი უნდა შეინარჩუნოს.
 
”არცერთი ნაბიჯი ძალადობისკენ ჩვენ არ გადაგვიდგია. ძალადობას თავს გვახვევენ და ამაზე პასუხი არის ჩვენი მშვიდობიანი ნაბიჯები... ჩვენი გზა იქნება სამართლიანი იმ შემთხვევაში, თუკი ყველა ჩვენი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან იქნება გამომდინარე,”- განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15