Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის და ოპოზიციის შეხვედრა შსს-ის შენობაში შედგება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მაი.'09 / 18:08

პრეზიდენტი სააკშვილი და ოპოზიციის ოთხი ლიდერი ხვალ ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად აშენებულ ადმინისტრაციულ შენობაში შედგება.

“მან [სააკაშვილმა] შემოგვთავაზა იქ შეხვედრა და ეს სიმბოლურია – ეს ადასტურებს იმას, თუ რეალურად ვინ მართავს ამ ქვეყანას; ეს ადასტურებს, რომ ამ ქვეყანას სააკაშვილი კი არა, არამედ ივანე მერაბიშვილი მართავს,” - განუცხადა ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა იმავე აქციაზე განაცხადა: ”ჩვენ მას ვუთხარით – ჩვენ მაზად ვართ შეგხვდეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას; თუ მას სურს შსს–ის შენობა, ჩვენ წავალთ იქ.“

ოპოზიციის ლიდერებმა ასევე განუცხადეს აქციის მონაწილეებს, რომ სააკაშვილის შეხვედრაზე თანხმობა ”სერიოზული წარმატებაა.“

”ის იგნორირების პოლიტიკას მისდევდა მთელი 30 დღის განმავლობაში, რაც აქციები დაიწყო, ეგონა რა რომ ხალხი დაიღლებოდა [აქციებით]; მაგრამ როგორც იქნა მან დაინახა რეალურად, რაც ხდება და მიხვდა რომ იგნორირებას ვეღარ გააგძელებდა და ეს ჩვენი წარმატებაა,“ - განაცხადა აქციაზე სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი იმ ოთხკაციან ჯგუფშია, რომელიც ხვალ სააკაშვილს შეხვდება. ამავე ჯგუფში შედიან: ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე და კახა შარტავა.

”შეხვედრა არის წინაპირობების გარეშე და ეს ორივე მხრიდან გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. მე მაქვს იმედი, რომ ეს შეხვედრა კრიზისიდან რეალურად გამოსვლის დასაწყისი იქნება,“ - განაცხადა 10 მაისს ირაკლი ალასანიამ.

”პროცესები გადამწყვეტ ფაზაში შედის,” - განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ აქციაზე. ”ჩვენ ყველაფერი უნდა ვცადოთ, რაც ჩვენ საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე გავაგრძელოთ, რაც არის სააკაშვილის გადადგომა”.

”ის ფაქტი, რომ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება, ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ვანოს სახელმწიფოში, ქვეყანაში, სააც პრეზიდენტს ეშინია ოპოზიციასთან შეხვედრა თავის რეზიდენციაში,” - განაცხადა მან. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13