Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადებები დაასახელა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 მაი.'09 / 18:38

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შესთავაზა ოპოზიციას რიგი წინადადებები, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა ძლიერი პრეზიდენტიტა და ძლიერი პარლამენტით.

თავის სატელევიზიო გამოსვლაში ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ შესთავაზა ოპოზიციას პარიტეტულ საფუძველზე საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის შერჩევა.

”ოპოზიცია ჩაუდგეს სათავეში ამ კომისიას, მან განსაზღვროს დღის წესრიგი,”- განაცხადა მან, ”ჩვენ მზად ვართ ამ კომისიასთან ერთობლივად ვითანამშრომლოთ”. 

მან ასევე განაცხადა, რომ მისი წინადადებაა სასამართლო და საარჩევნო რეფორმის ჩატარება.

”მოდით შევთანხმდეთ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, სადაც ვერავინ გაბედავს ამ საბაბით სიტუაციის არევას,”- განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ შესთავაზა თანამდებობები ოპოზიციას. ”მე შევთავაზე ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებში -  მე მზად ვარ ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები ვიხილო, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მორიგი შეთავაზებაა საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიქმნას ახალი სამეურვეო საბჭო, ”იმისათვის, რომ სამართლიანად იყოს წარმოდგენილი მთელი ოპოზიცია”; ასევე,  მეორე არხის ბაზაზე ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი ტელევიზიის შექმნა.

მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ხელშეუხებლობის გარანტიები და გამოაცხადოს მორატორიუმი ”საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს გადამეტებული პოლიტიკური ემოციების ნიადაგზე მომხდარი სამართალდარღვევის შემდგომ ძიებასა და სამართლებრივ დევნაზე”.

პრეზიდენტი მიესალმა და ”წინ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა დღევანდელ შეხვედრას და განაცხადა, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობაა მიღწეული.

”ყველა შემთხვევაში დღევანდელი დღე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვების დღე. ამდენი რადიკალიზაციის, ამდენი მძიმე გამონათქვამების, ამდენი შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შემდეგ მოხერხდა ნაბიჯები გადადგმა უფრო კონსტრუქციული და ცივილური ურთიერთობებისთვის პოლიტიკაში,”- განაცხადა მან.

”არ არის ადვილი კომპრომისები, არ არის ადვილი გადააბიჯო შენს თავს, გადააბიჯო იმას, რომ ნათქვამი გაქვს, რომ მე არასდროს ამაზე არ წავალ, რაც არ უნდა მოხდეს, მაგრამ დიალოგს და ქვეყანას  ყოველთვის სჭირდება ასეთი მოქმედებები ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან,”- აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა: ”ჩვენ შევქმენით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ამას ჩვენ არავის არ შევარყევინებთ”. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16