Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია 26 მაისს ”სახალხო აღლუმს” გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 მაი.'09 / 18:19

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიცია თბილისში გრანდიოზულ სახალხო აღლუმს გეგმავს, მანამდე კი დედაქალაქსა და რეგიონებში აქციებს გააგრძელებს, მათ შორის პიკეტირების ფორმებითაც.

”26 მაისი ცხადდება ახალ 9 აპრილად, ახალი შეხვედრის დღედ და გთხოვთ იყოთ მობილიზებული, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ სამოქალაქო აღლუმის ჩატარება ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თვითონ,”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ მიტინგზე აქციების დაწყებიდან 35-დღეს.

მისი თქმით, სახალხო აღლუმი დაიწყება ეროვნულ სტადიონზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. მან განაცხადა, რომ სტადიონზე შეკრებილი ხალხის რაოდენობის განსაზღვრა იქნება შესაძლებელი.

”ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა და ჩვენი პასუხი გუშინდელ დღეზე,”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ გულისხმობდა რა პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას.

26 მაისს, როგორც წესი ხელისუფლება სამხედრო აღლუმს მართავს რუსთაველის გამზირზე, თუმცა წლევანდელ გეგმებზე ოფიციალური განცხადება მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია. შარშან, 26 მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სამხედრო აღლუმის დამთავრებისთანავე, რუსთაველის გამზირი ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ”გაყალბების” წინააღმდეგ თავდაპირველად საბურთალოზე შეიკრიბნენ და შემდეგ პარლამენტის შენობისკენ მანიფესტაციით გაემართნენ.  

გაჩეჩილაძემ მას შემდეგ, რაც მომიტინგეებში აღლუმის გეგმებმა გაურკვევლობა გამოიწვია, განმარტა, რომ 26 მაისს რუსთაველის გამზირიდან იმპროვიზირებული საკნების აღება არ მოხდება. 

”საკნების აღება აქედან არ მოხდება, თუ არ მოხდა ამ საკნების დარბევა, ძალას თუ გამოიყენებენ, დახვდებათ ადეკვატური ძალა. ეს ტერიტორია არის ჩვენი,”- განაცხადა მან, ”ყოველდღე აქ დავდივართ ისე, როგორც სამსახურში”.

მოძრაობა ერთიანი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ”ვერ ჩაატარებს სამხედრო აღლუმს” 26 მაისს.

მამუკა კაციტაძემ, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ალიანსი საქართველოდან განაცხადა, რომ ეს 26 მაისი იქნება ”სააკაშვილის გარეშე”.

”ჩვენ 26 მაისს ახირების გამო კი არ ვდგევართ აქ, ჩვენ გვინდა ავაცილოთ ქვეყანას კიდევ ერთი სირცხვილი. ჩვენ არ გვინდა აღლუმი მიიღოს იმ მთავარსარდალმა, რომელიც გორიდან გამორბოდა,”- განაცხადა რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა მიტინგზე გამოსვლის დროს.   

საქართველოს ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მიტინგზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიხსენა გუშინ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა და განაცხადა, რომ სააკაშვილი გარემოცვის მიერ არის მართვადი და ”პოლიტიკურად შეურაცხადია”.

”ამ ქვეყანას შეიძლება ამ ადამიანმა ძალიან დიდი საფრთხე მოუტანოს,”- განაცხადა მან, ”არის ჩაკეტილი იმ კრიმინალური ბანდების ხელში, რომლებიც მართავენ მას. ის ვერაფერს ვეღარ მართავს, არის შეურაცხადი და მართული. არის ჩაკეტილი ვირტუალურ სივრცეში”. 

მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილმა შეხვედრაზე ორი გზა დაასახელა: ერთი, ოპოზიციასთან გარიგებაზე წასვლა და მეორე, ოპოზიციის მიერ გადატრიალების მოწყობა, რაც ”მას უნდა, როგორც ერთადერთი გადარჩენა მისი და მისი კრიმინალური ბანდების”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15