Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლება ოპოზიციის გეგმებს 26 მაისს ”პროვოკაციას” უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მაი.'09 / 16:02

ოპოზიციის გეგმები 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - მოაწყოს ფართომასშტაბიანი ”სახალხო აღლუმი” არის პროვოცირების მცდელობა, რასაც ხელისუფლება არ წამოეგება და არ ჩაატარებს ტრადიციულ სამხედრო აღლუმს რუსთაველის გამზირზე, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი პირობები”, განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა ძალებმა 26 მაისის გეგმები გუშინ მიტინგზე გამოაცხადეს. 8 მაისს მათ მერიას აქციების 26 მაისამდე სანქცირების თხოვნით მიმართეს, რაზეც უარის შემთხვევაში, პასუხი დღეს დღის ბოლომდე უნდა მიეღოთ.

”უკვე სრულიად ნათელი ხდება, რომ რადიკალური ოპოზიცია დღითიდღე ითხოვს, რომ წამოიკიდოს ხელისუფლება იმისათვის, რომ მოხდეს ძალის ესკალაცია და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხს მხოლოდ ასე წარმოუდგენია პოლიტიკაში თვითდამკვიდრება,”- განუცხადა ჟურნალისტებს 13 მაისს უგულავამ, ”ასეთი იყო პროვოკაცია 6 მაისს, გიორგობას და ზუსტად ასეთ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ... ჩვენ ვისმენთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისაგან მოთხოვნას, რომ 26 მაისი დაემსგავსოს ვიწრო პარტიულ თავყრილობას. ეს პირველ რიგში, არის სამწუხარო და მეორეს მხრივ, არის უაღრესად სამარცხვინო”.

მისი თქმით, 26 მაისი საერთო დღესასწაულია, რომელიც მთელმა ერმა ერთად უნდა იზეიმოს. უგულავას განცხადებით, დამოუკიდებლობის დღემდე ორი კვირა დარჩა და თუ მოხერხდება ოპონენტების ”ჭირვეული” რადიკალური ნაწილის ”მორჯულება”, ეს იქნება სასიკეთო მთელი ქვეყნისთვის.

”მთელი მსოფლიო დაინახავს იმას, რომ ჩვენ ვართ ერთად და გარე საფრთხეებთან მიმართებაში ქართული პოლიტიკური სპექტრი, ქართველი ერი არის ერთად,”- აღნიშნა მან.

”წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი თვითმიზანი არ არის ჩატარდეს აღლუმი და სადღესასწაულო ღონისძიებები,”- განაცხადა მან, ” ბუნებრივია, ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციაზე, არ წავალთ ესკალაციაზე, მაგრამ იმავდროულად დავაფიქსირებთ, რომ ეს არის პოლიტიკური შეცდომა დაშვებული რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მიერ, ეს არის პროვოკაცია და მიზნად ისახავს ერთ და სამწუხაროდ, რამდენიმე პოლიტიკური ლიდერისთვის სანუკვარ ოცნებად ქცეულს, რომ ძალა გამოიყენოს, კანონიერი ძალა გამოიყენოს ხელისუფლებამ და ამითი პოლიტიკური დივიდენდები მოაგროვონ, მაგრამ ამ ფუფუნებას ამ პოლიტიკურ ლიდერებს ჩვენ ვერ მივანიჭებთ. ჩვენი იარაღი იქნება სიმშვიდე, სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე”.

”თუ არ იქნება უზრუნველყოფილი პირობები, რა თქმა უნდა აღლუმი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება და მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ,” - აღნიშნა მან.

უგულავამ ეს განცხადება დღეს მერიაში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში ასევე ”პროვოკაციულად” შეაფასა 26 მაისის ოპოზიციის გეგმები, რასაც ხელისუფლება ”მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით” მოქმედებით უპასუხებს.

”მე ვფიქრობ ქვეყანაში უნდა იყოს დღეები და თემები, რომელიც არ უნდა ექვემდებარებოდეს პოლიტიკურ კონიუქტურას და არ უნდა იყოს გამოყენებული საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუმცა ეს მათი არჩევანია,”- განაცხადა მან, ”რაც შეეხება ჩვენს არჩევანს - ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სამოქალაქო სიმშვიდე, სტაბილურობა და არავის არ მივცეთ პროვოცირების, რადიკალიზაციის და ვითარების არევის საშუალება”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
89