Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უცხოურმა ინვესტიციებმა 2008 წელს 1.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'09 / 17:35

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის საბოლოო შეფასების თანახმად, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2008 წელს საქართველოში 1.564 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2007 წელს არსებულ 2.014 მილიარდთან შედარებით.

მარტის ბოლოს სტატისტიკის დეპარტამენტმა ”წინასწარი შეფასებები” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა გასულ წელს 1.293 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე შეიცვალა უცხოური ინვესტიციების კლება ქვეყნების მიხედვით. არაბეთის გაერთიანებული საამიროები კვლავ ლიდერობს 306.5 მილიონი აშშ დოლარით. მას მოყვება ამერიკის შეერთებული შტატები - 167 მილიონი აშშ დოლარი; თურქეთი - 164.5 მილიონი აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო - 148.9 მილიონი აშშ დოლარი; ნიდერლანდები - 135.8 მილიონი აშშ დოლარი.

გასულ წელს 156.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო საქართველოში ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე ოფშორული კომპანიების მიერ, იტყობინება სტატისტიკის დეპარტამენტი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმხსვილესი მიმღები იყო ტრანსპორტის და კომუნიკაციის სფერო - 422.6 მილიონი აშშ დოლარი. 294 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო ენერგოსექტორში, ხოლო 277.8 მილიონი - უძრავი ქონების ბიზნესში; 207.3 მილიონი აშშ დოლარი - მრეწველობის დარგში და 56.7 მილიონი აშშ დოლარი - სამშენებლო სექტორში; 7.8 მილიონი აშშ დოლარი - სოფლის მეურნეობაში.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35