Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გივი თარგამაძე მუხროვანის ამბოხებასთან რუსულ კავშირზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'09 / 12:26

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მუხროვანის ჩაშლილი ამბოხება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მხარდაჭერით მზადდებოდა, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან.

გივი თარგამაძემ, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოზიციაში” საუბრისას, რომ გეგმის მიზანი იყო ”სულ ცოტა არეულობების გამოწვევა” საქართველოში ან ”მაქსიმუმ ნიადაგის მომზადება თბილისში რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოსასვლელად”.

”მე თავს ვიკავებდი ამ ადამიანის დასახელებისგან, რომელმაც ყველაფერი ეს მოაწყო, სანამ ამ პიროვნებამ თავად არ განაცხადა, რომ ამ ჩაშლილი ამბოხების შემდეგ, იგი ვეღარ მოიცდის და კენჭი უნდა იყაროს პრეზიდენტად მომავალ არჩევნებში - ეს არის ბატონი ებრალიძე; და თუ არის ვინმე, ვისაც ჰგონია, რომ დღევანდელ რუსეთში შესაძლებელია იყო მილიარდელი ოლიგარქი სანქტ-პეტერბურგში ყველაზე ცნობილი სანქტ-პეტერბურგელის [ვლადიმირ პუტინის] კონტროლის გარეშე, ძალიან ცდება,” - განაცხადა თარგამაძემ.

ალექსანდრე ებრალიძე არის სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე ოლიგარქი, ეთნიკური ქართველი წარმოშობით ბათუმიდან. იგი უკვე 30 წელიწადზე მეტია რაც რუსეთში ცხოვრობს. მიმდინარე თვეში მან განაცხადა, რომ აქვს ამბიცია საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. მან ეს განცხადება სოჭში ”საქართველოს ხალხების ასამბლეაზე” გააკეთა. ამ განცხადებამ ზოგიერთი იმ მონაწილის პროტესტი გამოიწვია, რომლებიც სოჭში თბილისიდან ჩავიდნენ. ამ მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ხელისუფლების ცნობილი ოპონენტები, რომლებიც ებრალიძის განცხადების შემდეგ დარბაზი დატოვეს.

თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ 2009 წლის იანვრიდან რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა ”დსთ-ს ერთ-ერთ სახელმწიფოში”, რომელიც მან არ დააკონკრეტა, ”ზოგიერთი მეამბოხის” მონაწილეობით, რათა დაეგეგმათ ამბოხება.

”ეს შეხვედრები ტარიელ ონიანის და ბონდო შალიკიანის ხელმძღვანელობით გაიმართა,” - განაცხადა თარგამაძემ.

18 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბონდო შალიკიანი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მხარდამჭერია. შალიკიანი, ყოფილი დეპუტატი და ერთ დროს ოლიგარქი, რომელსაც იმერეთში ჰქონდა ბიზნეს აქტივები, 2004 წელს დააპატიმრეს სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დათანხმდა თავისი ქონების ნაწილი ხელისუფლებისთვის გადაეცა. შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაემგზავრა, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს. 18 მაისს გაზეთმა ”კვირის პალიტრამ” გამოქვეყნა ინტერვიუ შალიკიანთან, რომელშიც ის ამბობს: ”ძალღონეს არ დავიშურებ, რათა მას [სააკაშვილს] პასუხი ვაგებინო ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა”.

თბილისში საპროტესტო აქციების დაწყებამდე ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ტარიელ ონიანი და ხელისუფლების კიდევ რამოდენიმე ყოფილი წარმომადგენელი, რომელთაც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანა დატოვეს, ფინანსურად ეხმარებიან ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.

”თუმცა ისინი არ არიან მთავარი პირები, რომლებიც დააფინანსებენ ქართულ ოპოზიციას თუ სხვა პროვოკაციებს, რომელიც საქართველოში შეიძლება განხორციელდეს. მათი სპონსორები იქნებიან გაცილებით უფრო სერიოზული პირები,”- განაცხადა მერაბიშვილმა 6 მარტს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24