Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოვუსმინოთ ერთმანეთს - მიმართა პატრიარქმა მრევლს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მაი.'09 / 20:55

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა ქართველ ხალხს მოუსმინონ ერთმანეთს მაშინ, როცა ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი სამების ტაძარსა და მის ეზოში.

”დღეს, აი უკვე თითქმის თვენახევარია, ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა თხოულობს პრეზიდენტის გადადგომას. მე მინდა ვთქვა, რომ ეს იმდენად რთული საკითხია და საერთოდ თითქოს წესად იქცა ჩვენში და პირველი პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი იყვნენ გადაყენებული და თქვენ იცით ამ გადაყენებამ რა მოგვიტანა,”- განაცხადა მან, ”ხომ არ იქნება, მე ამას ვამბობ უბრალოდ, როგორც ჩემ აზრს, ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი, რომ ჩვენ მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი მოსმენისა, ყველას - პარტიარქსაც, პრეზიდენტსაც, ერის ადამიანს და ჩვეულებრივ ადამიანს”. 

”ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს ის კარგი აზრი უნდა მივიღოთ,”- განაგრძო მან, ”ჩვენში არ უნდა იყოს ის, რომ ეს სხვა პარტიის წევრია და ამიტომ ჩვენია. ის სხვა პარტიის წევრია და ის უცხოა. ჩვენ ვართ ერთი ერი და ჩვენ გვჭირდება ერს ერთსულოვნება. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა თავისი ნებით გადაწყვიტოს ეს საკითხები, რომელიც დგას ჩვენს წინაშე”.

სამების ტაძარში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, რომელთა გამოჩენაც ხალხმა გააპროტესტა. 

”ნუ ავიღებთ უფრო მეტ უფლებებს, რაც დაშვებულია ღვთისაგან. ჩვენ უნდა ვიყოთ მორჩილნი ღვთის ნებისა. ღვთის მადლი ყველაფერს განარჩევს, ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილზე,”- განაცხადა მან.

”ერთ ბრძენ ადამიანს კითხეს რა არის ყველაზე საშიში და მან უპასუხა კატეგორიული აზროვნება. კატეგორიული აზროვნება ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ უსმენს სხვას. მას ჰგონია, რომ მასშია მხოლოდ ჭეშმარიტება სიბრძნე და ის აზრი უნდა იყოს განხორციელებული,”- განაცხადა პატრიარქმა, ”უფალი მეფობს, უფალი ქმნის, ძალიან ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი სურვილი საკმარისია იმისათვის, რომ ესა თუ ის აზრი განხორციელდეს”.

მისი თქმით, ხალხს ახასიათებს ამპარტავნება, რაც ცოდვაა.

”ჩვენ ვართ ამასთან ერთად ამპარტავანნი. ამპარტავნება გვახასიათებს ჩვენ და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გვიხსნას ჩვენ ამ ცოდვისაგან. ამპარტავნება საშინელი ცოდვაა. ამან დაღუპა ანგელოზი და აქცია ის ეშმაკად. ამპარტავნების გამო ადამიანი იყო განდევნილი სამოთხიდან დედამიწაზე. წმინდა მამები ამბობენ რომ ამპარტავნებას ვერ კურნავს ვერც წმინდანი, ვერც ანგელოზი, მას კურნავს მხოლოდ წმინდა სამება. და აი ჩვენ ვდავართ წმინდვდგავართა სამების წინაშე და შევთხოვთ მას რომ გვიხსნას ჩვენ ამ ცოდვისაგან,”- განაცხადა ილია მეორემ. 

მან ასევე დალოცა ჯარი და პოლიცია.

”მე მინდა დამოუკიდებლობის დღეს დავლოცო ჩვენი ჯარი, ჩვენი შინაგანი ჯარი და მე მინდა ვთქვა, რომ დიდი და მრავალი განსაცდელი ხვდა ჩვენს ჯარს და მათ ღირსეულად აიტანეს ეს ყველაფერი. და დღეს სჭირდება მათ გამხნევება და სულიერი გამაგრება და ღმერთმა მისცეს ეს სიმტკიცე და ძლიერება,”- განაცხადა მან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16