Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი ადმირალი საქართველოსთვის დახმარების "წინდახედულ პოლიტიკაზე” საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ივნ.'09 / 12:53

ამერიკელმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, რომელიც ნატოს ძალების და ევროპაში აშშ-ის სარდლობის (EUCOM) მეთაურის პოსტზეა წარდგენილი, განაცხადა, რომ იგი იზიარებს ”ამჟამინდელ წინდახედულ პოლიტიკას”, რომელიც ითვალისწინებს ქართული არმიისთვის დახმარებას წვრთნების, დოქტრინის და პერსონალის მართვის კუთხით.

”ვფიქრობ, საქართველოსთვის მიზანშეწონილია, რომ ჰყავდეს სამხედრო ძალა, რომელსაც აქვს თავდაცვის საშუალება და ასევე შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კოალიციურ ოპერაციებში,” - განაცხადა სტავრიდისმა 2 ივნისს  აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე საუბრისას.

”მე ვეთანხმები ამჟამინდელ, წინდახედულ პოლიტიკას, რათა უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დროს ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ფუნდამენტალურ ინტელექტუალურ საკითხებზე, როგორიცაა წვრთნა, დოქტრინა და პერსონალის მართვა - საქართველოში ცოტა ხნის წინ ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” ფარგლებში გამართული წვრთნები სწორედ ამის  მაგალითია. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას მოზომილი და მიზანმიმართული დახმარების აღმოსაჩენად ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენ ერაყში დაგვეხმარა და რომელმაც გამოთქვა სურვილი დაგვეხმაროს ავღანეთში,” - განაცხადა მან.

კითხვაზე თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსთვის ამგვარი დახმარება ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს რუსეთის პროვოცირება, ადმირალმა სტავრიდისმა უპასუხა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია დახმარების პროცესის გამჭვირვალობა.  

”საქართველოსთვის ჩვენ დახმარების პროცესში წინდახედული გამჭირვალობა დაეხმარება რუსეთს დაინახოს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვეხმარებით რეგიონალური სტაბილურობის ხელშეწყობას და საშუალებას ვაძლევთ საქართველოს თავისი როლი შეასრულოს იმ მრავალი ტრანსნაციონალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც რუსეთსაც აწუხებს და ამერიკასაც. ნატო-რუსეთის საბჭო, მაგალითად, კარგი მექანიზმია ამგვარი გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა მან.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ საუბრისას, ადმირალმა სტავრიდისმა გაიმეორა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო მომავალში გახდება ნატოს წევრი.

”ჩრდილოეთ ატლანტიკურ საბჭოში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე, ნატოს სამხედრო ძალებს დამხმარე როლი ენიჭება საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში და მისი [შეიარაღებული ძალების ნატო-სთან] თავსებადობის ამაღლებაში,” - განაცხადა მან, ”EUCOM, აშშ-ს ხელისუფლების პოლიტიკის შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა ამ რეფორმის სამხედრო და უსაფრთხოების კომპონენტებში დახმარება აღმოუჩინოს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის გასავითარებლად”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე ამჟამად აშშ-ს სტუმრობს. როგორც The Associated Press-ი იტყობინება, იგი ხუთშაბათს აშშ-ს თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს შეხვდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19